x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მზე, ეს უნდა იცოდეთ!
ადამიანმა უძველეს ეპოქაშივე იგრძნო მზის განსაკუთრებული ძალა. ყველა ძველი ცივილიზაცია აღმერთებდა, თაყვანს სცემდა მზეს. გადიოდა საუკუნეები და მნათობისადმი ბრმა მორჩილება მისი შეცნობის სურვილით იცვლებოდა…


image


დღეს უკვე ვიცით, რომ მზე გიგანტური სფეროა, რომლის წიაღშიც უზარმაზარ ტემპერატურაზე თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს.


image



მზე -ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი. მზემდე მანძილი ასტრონომიული მასშტაბებით ძალიან ცოტაა- სულ 8 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად. მზე – ე.წ. ყვითელი ჯუჯაა. ის ვარსკვლავია, რომლის მახლობლადაც არიან პლანეტები, ისინი შეიცავენ ბევრ მძიმე ელემენტებს. ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავების აფეთქებების მერე ჩამოყალიბდა, ამასთან ერთად შეიქმნა მზის პლანეტების სისტემაც, ამათგან მესამეზე კი გაჩნდა სიცოცხლე. 5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 149, 6 მილიონი კილომეტრია ანუ 1 ასტრონომიული ერთეული. მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდების, კომეტების, მცირე პლანეტების, მეტეორების, პლანეტათ შორისი მტვრის და გაზისაგან შედგება. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99, 8 %. მზისგამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე . მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % ) და სხვა ელემნტებისგან – რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან, გოგირდისგან, ნიკელისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან. მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს. მზე მდებარეობს ირმის ნახტომისგან 26 000 სინათლის წლის მოშორებით და ბრუნავს მის ირგვლივ. ერთ შემობრუნებას გალაქტიკის ირგვლივ ესაჭიროება 225—250 მილიონი წელი, დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით.


image


მზის დაბნელება -ბუნებრივი ფენომენი, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალ მთვარეზე, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს. სულ მცირე ორი და მაქსიმუმ ხუთი მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს ყოველ წელს დედამიწაზე, რომელთაგან არცერთი ან მაქსიმუმ ორი სრული დაბნელება შეიძლება იყოს.


image

1
1226
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1226
  
2015, 13 ივნისი, 22:41
ძალიან კარგია და ესეც გავაზიარე ;)
0 1 1