შოუბიზნესი თაკო გაჩეჩილაძე მორიგ სკანდალში გაეხვა: "ბოღმა და შური არის ქართველი ერის ყველაზე დიდი მინუსი" 2015, 13 ივნისი, 18:39
გავრცელებული ჭორების შესახებ მომღერალიც აკეთებს კომენტარს, რომელიც გულდაწყვეტილი ჩანს. "თუ გინდათ აკაპელაში გიმღერებთ ხალხო, რომ დაწყნარდეთ და დარწმუნდეთ, რომ ცოცხლად შევასრულე. ამ ნომერში იმდენი შრომა და ენერგია ჩავდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის ნიჭთან ერთად ეს ყველაფერი შესაძლებელია. და იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეთ, რომ საქართველოში, ქართველი, თქვენიანი, არის ადამიანი, რომელიც ასე გასახელებთ, ეძებთ ფონოფრამა იყო თუ არა. სირცხვილია და ძალიან საწყენი! ბოღმა და შური არის ქართველი ერის ყველაზე დიდი მინუსი და სწორედ მაგიტომ არაფერი გვეშველება ჩვენ. პ.ს. ისე ძალიან სასიხარულოა, ისე მოგეწონათ, რომ ვერ ჯერებთ!"-წერს თაკო სოციალურ ქსელში. მომხდარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები თაკოს გამძლეობისა და მოთმინებისაკენ მოუწოდებენ. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.. 2101 6-ს მოსწონს
|