თავის მოვლა მსოფლიო ქალების ტოპ 10 სილამაზის საიდუმლო 2015, 13 ივნისი, 13:18 ქალები მთელ მსოფლიოში სილამაზის ტრადიციულ საიდუმლოებებს იცნობენ, რომელთა გამოყენება თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია.ალბთ ბევრჯერ გიფიქრიათ სამყაროს სხვადასხვა ერის ქალებზე, თუ რაშია მათი სილამაზის საიდუმლო და როგორ ახერხებენ ისინი ასე განსაცვიფრებლად გამოიყურებოდნენ? ამ სტატიაში თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სილამაზის 10 საიდუმლოს შესახებ მთელს მსოფლიოში და თავადაც მოსინჯოთ ყოველივე.
1 ) ფრანგი ქალები აბაზანაში 2 - 3 ჩაის ჭიქა რძეს ურევენ და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში თბილ აბაზანებს იღებენ, მაგრამ თუ კანი ძალიან მშრალია, მაშინ სასურველია 6 -7 ჩაის ჭიქა რძის აბაზანა და კანი ხდება აბრეშუმისებრი - წერს წყარო.
2 ) რუმინელები ჯანსაღი ფრჩხილებისთვის ზეითუნის ზეთს ხმარობენ. პატარა ჯამზე ზეითუნის ზეთს ასხავენ და რამდენიმე წვეთ A ვიტამინს ამატებენ. პროცედურას 30 წუთი აჩერებენ და რბილ ხელებს და ჯანსაღ ფრჩხილებს იღებენ შედეგად.
3 ) ჩინელი ქალები სახეს ბრინჯის ნახარშისგან იწმენდენ, რაც გარანტიას იძლევა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი სიბერე და სახეზე ზედმეტი ნაოჭები, ბრინჯი წყალზე უნდა მოვხარშოთ და კვირაში ერთხელ დავიფინოთ სახეზე.
4 ) იაპონელი ქალბატონები კი აბაზანებს რამდენიმე ლამბაქ მწვანე ჩაის ნაყენს ამატებენ, როგორც სილამაზის კვების სამკურნალოდ. ცხელი აბაზანა მინიმუმ ერთი საათი და გარანტირებული ასაკობრივი პიგმენტური ლაქების მოშორება კანიდან. 5 ) ქალები ისრაელიდან - უკვე საუკუნეებია მკვდარი ზღვის ტალახს აქტიურად მოიხმარენ და მასში ბანაობასაც ხშირად მიმართავენ. ცნობილია, რომ მკვდარი ზღვის ტალახი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებული ნიღაბია. 6 ) ბერძენი ქალების თმის სიხასხასეს ყველა აღნიშნავს და მათი თმების საიდუმლო კი როზმარინშია. მოხარშული და შემდეგ განელებული როზმარინი უნდა დავისხათ თავზე, რათა მბრწყინავი თმა მივიღოთ. 7 ) სკანდინავიელები გაყინულ მინერალურ წყალს მოიხმარენ სახის კანისთვის, განსაკუთრებით კი გასაახალგაზრდავებლად. 8 ) იტალიელები თმებისთვის არომატულ შამპუნებთან ერთად კვერცხს მოიხმარენ.ორი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და სველ თმაზე შევიზილოთ 10 წუთის განმავლობაში, რაც საოცრად არბილებს თმას. 9 ) რას მოიხმარენ ავსტრალიელები? ძვირადღირებულ შამპუნებში ისინი რამდენიმე წვეთ ჩაის ხის ზეთს ურევენ, რაც მთელი ცხოვრება თმის ცვენის შეჩერების გარანტიას იძლევა. 10 ) რა წარმოადგენს სინგაპურელების სილამაზის საიდუმლოს? თმებისთვის ისინი ქოქოსის ზეთს მოიხმარენ. ყოველ ღამით ორიოდე წვეთს შეიზელენ თმებში და მთელი ღამე იტოვებენ. ასევე დღის განმავლობაში ისინი მასაჟსაც იკეთებენ და სამ ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს თმებზე 30 წუთი შეიზელენ, შემდეგ კი სასურველი შამპუნით ჩამოიბანენ.ეს პროცედურა შეიძლდება კვირაში ერთხელ გაკეთდეს, რათა თმა ჯანსაღი და შესაბამისად თანხაც დაზოგილი დაგვრჩეს - წერს წყარო. 407 12-ს მოსწონს
|