x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბუნების ძალა, ამინდი
ამინდი დედამიწის ატმოსფეროს მდგომარეობაა: სიცხე, სიცივე, ქარი, წვიმა, თოვლი და სეტყვა. კლიმატი ნოკრეტულ ადგილზე საერთო ტემპერატურას და ამინდის მდგომარეობას ნიშნავს.


image



ამინდი თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე მოქმედებს. მოულოდნელად შეცვლილ ამინდს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. ამის გარდა, ამინდი გადამწყვეტი ფაქტორია მსოფლიოს ყველაზე საშინელი კატასტროფების დროს, როგორებიცაა წყალდიდობა, გვალვა და შიმშილობა. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი ამინდის ღმერთებს ეთაყვანებოდა და ამინდის შეცვლას სხვადასხვა რიტუალით ცდილობდა. დღეს მეცნიერებს ამინდის პროგნოზირება შეუძლიათ, რისთვისაც სატელიტებს და კომპიუტერებს იყენებენ. ამ რთული ტექნოლოგიის გამოგონებამდე კი ადამიანები სხვადასხვა ნიშანს აკვირდებოდნენ, მაგალითად ღრუბლების მოძრაობას და ცხოველთა ქცევას.


image


ამინდის რეკორდები:


სეტყვის ყველაზე მძიმე მარცვალი, რომლის წონა 1 კილოგრამს აღწევდა, ბანგლადეშის ქალაქ კოპალგანჯში ჩამოვარდა 1986 წელს.


ყველაზე დიდი ფიფქები 1887 წელს აშშ–ს ქალაქ მონტანაში ჩამოვარდა. მათი დიამეტრი 38სმ–ს აღწევდა.


მსოფლიოს ყველაზე მშრალი ადგილია ჩილეში მდებარე ატაკამას უდაბნო. მის ზოგიერთ ნაწილში წვიმა 500 წელია არ მოსულა.


image



3
287
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
287
  
2015, 13 ივნისი, 22:35
მადლობთ(L)
2015, 13 ივნისი, 22:34
ატაკამას უდაბნოსთის ალალია წვიმა და თბილისში კი ეს დღეებია ზედიზედ წვიმა უაზროდ :)))) (გავაზიარეეე)
2015, 13 ივნისი, 19:53
ის დიდი ფიფქები მინდა ვნახო :)
0 1 3