x
image
თამმარ თედიაშვილი
მასის ფსიქოლოგია

image“ მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს ! გულში ია ამოსდიოდა! “
(„ნატვრის ხე“ გიორგი ლეონიძე)
ერთი შეხედვით ნუსხავდა ყოველი სულიერის გულს. მიუხედავად გოგონას დიდი სისპეტაკისა, ბრბომ არ დაინდო, მკაცრად განიკითხა.
მაინც რა სასტიკები არიან ადამიანები, “ბალბალუკები“. კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე, მრავალმა საუკუნემ განვლო, ძველი ახალმა შეცვალა, ბევრი რამ უკიდეგანო
სივრცეში გაქრა, უამრავიც მიივიწყა ხალხმა, მაგრამ ბრბო უკვე ათასწლეულებია ჰეგემონობს კაცობრიობაზე. როგორც ერთი ბრძენი იტყოდა: “ბრბოს თუ გაჰყევი მასში დაიკარგებიო. “
და მაინც, რა არის ბრბო?! რა ამოქმედებს მას?! ისეთი რა ფენომენია, რომ ერთი ადამიანის წამოძახილიც კმარა მის სამართავად. იქნებ, ყველაფერი იმდენად მარტივი არაა, რამდენადაც გვეჩვენება. როგორი განსხვავებული წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს პიროვნებას, მისი ზეგავლენის ქვეშ მარტივად ექცევა. მასში მოხვედრილი თავისდაუნებურად, ვეღარ გამოხატავს საკუთარ აზრს, შიშისა თუ სხვა გარემოებების
გამო.
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაში “ ეშმაკის ქვა“, ორმა ყმაწვილმა იმსხვერპლა ქვრივი, ფულის გამო, ერთმა აღიარა დანაშაული, თითქოს მოინანია და გადაურჩა ხალხის რისხვას, ხოლო მეორემ გაქცევა სცადა, და ბრბომაც მყისვე ჩაქოლვით უპასუხა. მისკენ გასროლილი ქვებიდან ერთი სოფიოსაც ეკუთვნოდა, რასაც ძალიან განიცდიდა: “ - ერთი ქვა ვისროლე... მხოლოდ ერთი... ისიც ეშმაკმა მასროლინა... მე არ მისვრია, არა...“
ეს რამდენიმე წინადადება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს თვით სათნოება, “სოფლის ანგელოზიც“ კი ადამიანთა დიდ მასაში. სამწუხაროდ, სოფიოს კეთილშობილება არ აღმოჩნდა საკმარისი ბრბოზე გასამარჯვებლად.
მოგეხსენებათ, რა უმართავია ბრბო, მისი ყოველი ქმედება უამრავი ადამიანის ერთიანი სულის ამოძახილითაა განპირობებული. ბრბო იმას სჩადის, რისი გაკეთების
საშუალებაც სხვა დროს არ მიეცემოდა. ამ მხრივ, დასაშვებია, რომ სოფიოც გულისთქმას
ემსხვერპლა, დამნაშავის გასამართლება მოინდომა სხვისი წაქეზებით.
ბრბოს ფსიქოლოგია რთული განსასჯელია. საბედნიეროდ, ვაჟა-ფშაველა ნაწილობრივ პასუხს სცემს ამ მარადიულ ჰეგემონს:
“გველი ჭრელია გარეთა,
ადამიანი - შიგნითა. “
ლუკა რაზიკაშვილის პოემებსა და ლექსებში ხშირად ვაწყდებით ბრბოს თემას. როგორც ჩანს, მისთვისაც ერთგვარ გადაუჭრელ პრობლემად იქცა ადამიანთა სიბეცე. ზვიადაურის მსხვერპლშეწირვის ეპიზოდში. მთელი სოფელი უხმოდ შესცქეროდა
საშინელ სცენას, მხოლოდ ერთი დედაკაცი ნაღვლობდა:
“და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა, ..
...მიშველებასა ჰლამობდა:
“ნუ ჰკლავთ!“ ეძახის გულიო“, ..
(“სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟ-ფშაველა)
აღაზამ ხმა ვერ ამოიღო, პირიქით, თანასოფლელების უკანჩამომდგარიყო, ცრემლიან სახეს მალავდა. აშკარაა, რომ სხვებიც იმავე აზრზე იდგნენ, თუმცა, არ გამოხატავდნენ ემოციებს:
“სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდნენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდენ:
ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ? “
(“სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟ-ფშაველა)
ვაჟა-ფშაველას პოემის გმირი ალუდა ქეთელურიც დიდი დილემის წინაშე იდგა. ბრბოს აღუდგა წინ, არ მოჭრა ქისტ მუცალს მარჯვენა, რადგან თავის სწორ ვაჟკაცად
იგულა. ბევრს ეცადა თანასოფლელებისთვისაც აეხსნა ყოველივე, მაგრამ უშედეგოდ:
“ ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.’’
(“ალუდა ქეთელაური“ ვაჟ-ფშაველა)
ალუდა ბრძენ კაცად გვევლინება პოემაში, სამწუხაროდ, ცალკეული პიროვნებები მარცხდებიან ბრბოსთან დაპირისპირებაში. იგი სოფლიდან გარიყეს, განსხვავებული აზრის გამო. სასიკვდილოდ გაიმეტეს სანაქებო ვაჟკაცი. არცერთ მათგანს არ გასჩენია პროტესტის გრძნობა. მხოლოდ მინდია დარდობდა, მაგრამ საეჭვოა, ვერც ის სწვდებოდა
ბოლომდე საქმის არსს.
ადამიანები ადგენენ წესებს, ზღუდავენ ერთმანეთს, ყოველთვის უარყოფით მხარეს ეძებენ და შემდეგ უკვირთ შედეგები. საკვირველია, ვაჟკაცს - უქნარას ატოლებენ, ავაზაკსა და ნორჩ ყვავილს ერთნაირად განსჯიან, თუმცა საზოგადოება, მართლაც,
რომ დიდი ძალაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია სწორად განსაჯოს, მანამ, სანამ ბრბოდ გადაიქცევა.



1
5556
8-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
5556
  
2019, 1 აპრილი, 20:14
ძალიან დამეხმარეთ ბევრი რამ ვისწავლე ბადლობა
0 1 1