შოუბიზნესი თიკა ჯამბურია ყოფილ ქმარს ქორწინებას ულოცავს: "ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, ეს მეორე და სხვა მრავალი" 2015, 12 ივნისი, 14:57
დაშორების შემდეგ ბექა ყოფილ ცოლთან შერიგებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. მომღერალს აღარ სურდა იმ ტკივილის განცდა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ ერთხელ უკვე მიაყენა. ბექას დხოვრებში ახალ-ახალი გოგონები და სიყვარულები მრავლად იყო, ამოტომ ყველა თვლიდა, რომ ის დაქორწინებისათვის ჯერ მზად არ იყო. ყველასათვის მოულოდნელად ბექამ საკუთარი რჩეული და ახლა უკვე მეუღლე წარგვიდგინა. მისი რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა, გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი.განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-ამტკიცებს ბექა. წყვილმა ხელი მოაწერა, რაც მეგობრების წრეში აღნიშნეს, ცოტახანში კი დიდი ქორწილის გადახდას გეგავენ. მაშინ როდესაც, ბექა ახალი ურთიერთობით ტკბება, პრესის ყურადღება თიკა ჯამბურიასაკენაა მიმართული, ჟურნალისტები თავდაუზოგავად ცდილობენ მომღერალს რაიმე სკანდალური ათქმევინონ. "მინდა ჟურნალისტებს ვთხოვო, ნუ მოახდენთ ამ თემის ტირაჟირებას. ნინა ტელევიზორში და ჟურნალებში, მამას სხვა გოგოსთან ერთად რომ ხედავს, ბევრ კითხვებს სვამს, ვერ ხვდება რა ხდება და ძალიან განიცდის"-ამტკიცებდა თიკა. გია ჯაჯანიძის გადაცემაში მომღრალმა ამ ფაქტთან დაკავშირებით იხუმრა: "ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, ეს მეორე სხვა მრავალი". ახალი სკანდალიც აგორდა. 1061 2-ს მოსწონს
|