x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
კომპანია „GRP“-იმ 2015 წლის სახე აირჩია


მის თინეიჯერი საქართველო თამო ჯიშკარიანი7 ივნისს, წყნეთში, სატუმრო კოპალაში სილამაზის მსოფლიო კონკურსისათვის სამი შესარჩევი ტური გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორი მსოფლიო 11 ლიცენზიის და მსოფლიო სილამაზის კონკურსების ერთადერთი ქართველი ჟიურის წევრი, ეკა მგალობლიშვილი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კონკურსი, მის პლანეტა საქართველოში პირველად გაიმართება, რომლის ფარგლებში ქვეყანას სექტემბრის თვეში 35 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვევა.
კონკურსის გამარჯვებულებიდან მის თინეიჯერი გაემგზავრება მალტაში, პატარა მის და მისტერ პლანეტა კი, 15 ივნისს ბურგასში საქართველოს სახელით გაემგზავრებიან. ჟიურის წევრები გახლდნენ კრისტი ყიფშიძე, დათუნა სულიკაშვილი, დალი ჩიტალაძე, რამაზო რომა, ნინო კუზანოვა და მოდის სფეროს სხვა კომპედენტური წევრები. კონკურსანტებს და გამარჯვებულებს სხვადასხვა კომპანიებმა საკმაოდ მსუყე საჩუქრები გადასცეს- მათ შორის ერთ-ერთი კომპანია GRPგახლდათ, რომელმაც ლიზი წიგნაძეს და მის თინეიჯერ საქართველოს გამარჯვებულს, თამო ჯიშკარიანს კომპანის 2015 წლის სახის ტიტული და ერთწლიანი უფასო მომსახურება გადასცა.

“GRP” ეს არის ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს. კომპანიაში შეგიძლიათ ყველა სეგმენტის გემოვნებაზე მორგებული მომღერლის პოვნა. ასევე გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სოლისტი, დუეტი, ჯგუფი, სოლისტი ბენდთან ერთად, სარეკლამო მოდელები, რომლებსაც გააჩნიათ ყველა ის თვისება, რაც შესაძლოა მომხმარებელმა სხვადასხვა კლიპის, რეკლამის, თუ ფილმის გადაღებისას გამოიყენოს.

0
298
შეფასება არ არის
ავტორი:პრესვიპ
პრესვიპ
298