x
როგორ გავთავისუფლდეთ შაქარზე დამოკიდებულებისაგან


imageდღეში, თქვენ, საშუალოდ, ნახევარ ჭიქა შაქარს იღებთ. ეს, ნორმაზე, 3-ჯერ მეტია!
შაქარი, საკვების ნომერ პირველი დანამატია. იგი, გვხვდება სხვადასხვა სასმელებში, პურებში, სოუსებში, ყველა ნახევარად მზა და მათ შორის, ნაკლებ ცხიმიან ან უცხიმო პროდუქციაშიც.
ერთ-ერთი, საუკეთესო ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვისა და წონის შემცირებისთვის, შაქრის დოზის შემცირებაა. ამისათვის, არ დაგჭირდებათ დიდი ნებისყოფის და ძალისხმევის გამოყენება ან ერთიანად ტკბილეულობასთან გამომშვიდობება(თუ რა თქმა უნდა ეს არ გინდათ/შეგიძლიათ).
ჯანსაღი კვების სპეციალისტი და დიეტოლოგი - ენ რიჩი, დიეტების საშუალებით, ავითარებს ინდივიდუალურ პროგრამებს, წონის დასაკლებად, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით მუშავდება.
ენ რიჩი, გვთავაზობს 4 ნაბიჯს, რომელიც ჩვენს რაციონს, ათავისუფლებს შაქრისაგან:
1. შეიმუშავეთ ერთი თვის(ან უფრო მეტი) გეგმა
დროთა განმავლობაში, ჩნდება უფრო მეტი მტკიცებულება, რომ შაქარი, დამოკიდებულებას იწვევს. თუ თქვენ მიჩვეული ხართ და ცხოვრება ტკბილეულის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, დარდს ნუ მიეცემით.
ბევრი, ეცდება დაგარწმუნოთ, რომ ამ დამოკიდებლებისგან გათავისუფლება, ძალიან რთულია, ჰორმონების ზემოქმედების გამო.
მსგავსი პოზიცია, არ იძლევა თვითდაჯერებულობას. რეალურად, სწორი მიდგომით, თქვენ, შაქრის მთლიანად ამოღებაც კი შეგიძლიათ რაციონიდან.
" საუკეთესო გეგმაა - ეცადო, გადახვიდე ახალ რაციონზე, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სხეულსა და გემოვნებას, ადაპტაციის საშუალება მისცე".
დიეტოლოგი, ამ მეთოდით, ბევრ ქალს დაეხმარა წარმატებულად.
2. მოძებნეთ თქვენს რაციონში, ისეთი პროდუქტები, რომლებიც შაქარს შეიცავენ
დაფიქრდით, რას ჭამთ, სვამთ და იპოვნით ძირითად შაქრის შემცველ პროდუქტებს.
შესაძლებელია, თქვენ სვამდეთ, ბევრ, ე.წ ნატურალურ წვენებს, ყიდულობდეთ ლიტრობით ლიმონათს, ჩაის ჭიქაში, 4 კოვზ შაქარს იყრიდეთ და გამუდმებით დესერტებს მიირთმევდეთ.
როდესაც თქვენ ამოწერთ ასეთ პროდუქტებს, შეადგინეთ გეგმა. მაგალითად, თუ ჩაიში ან ყავაში, 3 კოვზ შაქარს იყრით, ნელ-ნელა, რაოდენობა შეამცირეთ, რომ ერთ კვირაში, 2 კოვზით დალიოთ, კიდევ ერთ კვირაში ერთით და ა.შ
თუ დიდი რაოდენობით სვამთ გაზიან სასმელებს, ისიც ანალოგიურად შეამცირეთ და დაიყვანეთ მინიმუმამდე, საბოლოოდ კი, ამოიღეთ რაციონიდან!
რაც მთავარია, ეტაპობრივი შემცირება, არ მოგაყენებთ სტრესსა და დისკომფორტს.
3. აირჩიეთ ჯანსაღი პროდუქტები
მზა საკვები და ნახევარფაბრიკატები, ნელ-ნელა, ჯანსაღი პროდუქტებით შეცვალეთ.
თავად მოამზადეთ საჭმელი და უფრო მარტივად გააკოტნროლებთ, შაქრისა და სხვადასხვა მავნე დანამატების დოზას.
4. ამ მავნე დამოკიდებულებას, ძილით ებრძოლეთ
"ხშირად, შაქარზე დამოკიდებულ ადამიანებს, 6 სთ-ზე მეტი არ სძინავთ" - ამბობს ენ რიჩი.
რა კავშირშია ძილი შაქართან?
ბევრმა კვლევამ, აღმოაჩინა, რომ ძილის დეფიციტი, თუნდაც 2 საათით, გადამეტებულ ჭამასა და საკვებზე დამოკიდებულებას იწვევს.
მოზარდები, რომლებსაც ნაკლები სძინავთ, ორჯერ მეტ ტკბილეულს იღებენ, რაც მომავალში, მადის მომატებასა და მაღალკალორიული საკვებისადმი დამოკიდებულებას იწვევს.
ასე რომ, ნაკლები შაქრის მიღებისა და მავნე დამოკიდებულებებთან ბრძოლაში, ძილი დიდ როლს თამაშობს და დიდ დახმარებას გაგიწევთ!

0
234
3-ს მოსწონს
ავტორი:გიუშ8
გიუშ8
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0