x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ცნობილი ასტროლოგი,პირველი ოფიციალური ექსტრასენსი საბჭოთა კავშირში ჯუნა დავითაშვილი
imageორშაბათს 8 ივნისს, მოსკოვში 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ასტროლოგი, ექსტრასნესი, მკურნალი, მხატვარი და პოეტესა ევგნეია(ჯუნა) დავითაშვილი.


შვილის, ვახტანგის გარდაცვალების (2001 წელს)შემდეგ ჯუნა ბოლო 14 წელი განდეგილად ცხოვრობდა თავის საყვარელ არბატზე, მაგარამ ამასთან ერთად იგი ხატავდა და წერდა ლექსებს.

ამასთანვე არ ავიწყდებოდა ეკლესიაში სიარული და ხალხის მკურნალობა, რომლებიც მას მიმართავდნენ.


ჯუნა დავითაშვილი დაიბადა 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში. როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მიიღო სამუშაო თბილისში. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვიქტორ დავითაშვილი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი იყო.

1980 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში.
1990 წელს ორგანიზება გაუწია ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო
აკადემიას, ხოლო 1994 წლის ივნისში 5 წლით აირჩიეს არატრადიციული მედიცინის
საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის პრორექტორად კოლომბოში. 1997 წელს
საკუთარი თავი ასურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა. ამავე პერიოდში ის რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მრჩეველი იყო. საპარლამენტო არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად 1995 წელს შექმნა პარტია „ჯუნას ბლოკი“. ჯუნა დავითაშვილი მკურნალობის
გარდა დაკავებული იყო ლექსების წერითა და ხატვით. სცენაზე გამოდიოდა იგორ
ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად.



ჯუნა დავითაშვილის პაციენტები იყვნენ ისეთი ცნობილი ადმიანები, როგორებიც იყვნენ ლეონიდ ბრეჟნევი, ილია გლაზუნოვი, ანდრეი ტარკოვსკი, ფედერიკო ფელინი, ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო და სხვები.


ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი კომაში იყო.


"იგი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, იგი მოკვდა მაშინ 2001 წელს ვახტანგთან ერთად-სულიერად, ხოლო ხორციელად არ ცხოვრობდა არამედ არსებობდა, მისი ენერგია გაქრა, მკურნალობა აღარ შეეძლო, სწრაფად დაბრმავდა"აღნიშნა მისმა მეგობარმა სტანისლავ სადალსკიმ, რომელმაც საზოგადოებას ჯუნას გარდაცვალების შესახებ ამცნო.

image

1
424
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
424
  
2015, 9 ივნისი, 10:36
სამწუხარო ფაქტია.
0 1 1