x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
როგორია ბერძნული "Playboy" - ს ქართველი ვარსკვლავის თამთა მასტორაკის ისტორია და როგორ გახდა ის საბერძნეთის სექს-სიმბოლო ( + ვიდეო )
imageთამთა მასტორაკი საბერძნეთში გადაკეთებული გვარია, არა და ბერძნული " ფლეიბოის" სექს - სიმბოლო წარმოშობით ქართველი და სხვათა შორის საქართველოში დაბადებული და გაზრდილი თამთა ვარშანიძეა.

გოგონა ოჯახთან - დედასთან და დასთან ერთად 2004 წელს წავიდა საცხოვრებლად საბერძნეთში.მაშინ ის 14 წლის იყო. როდესაც 15 წელი შეუსრულდა, დეიდისა და ბიძის თანადგომით სამოდელო კარიერა დაიწყო. ის სამოდელო - სააგენტო " კრისტიში" შეიყვანეს და ერთი წლის შემდეგ ის უკვე მოდელი გახდა პარამეტრებით 1, 75 სანტიმეტრი სიმაღლე და წონით 48 კილოგრამი.2009 წელს მან სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ამ კონკურსზე მოხდა მისი გვარის გადაკეთება და სწორედ აქედან დაიწყო თამთა ახლა უკვე მასტორაკის წარმატება.

ერთ - ერთ ინტერვიუში საბერძნეთის სექს - სიმბოლოდ აღიარებული და ქართული წარმომავლობის გოგონა თავად ჰყვება წარმატების საიდუმლოს: - " ჩემი წარმატების საიდუმლოალბათ იმაშია, რომ ალბათ რაღაც ისეთი დაინახეს ჩემში, რითაც სხვა კონკურსანტებისაგან გამოვირჩეოდი და კიდევ, ჩემი წარმატების საიდუმლო რა თქმა უნდა უპირველესად თავმდაბლობაა, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აქ".

მისი თქმით, დღეს უკვე ცნობილ მოდელს საბერძნეთის ისეთ ცნობილ დიზაინერებთან უწევს მუშაობა, როგორებიცაა: ვასილეოს კოსტეცოსი, მაკის ცელიო, კატი ხენდელსი, ჯონ ტონგუო და კიდევ ბევრი სხვა.წარმატებული ვარსკვლავი გულისწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ მას მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზებები და მიწვევები ჰქონდა პარიზიდან, მილანიდან, ჩინეთიდან, საბუთების გამო ვერ ახერხებს სხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას.


დღეს უკვე 11 წლის წინ საქართველოდან წასული გოგონა გამუდმებით ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე და განსაკუთრებით ენატრება საკუთარი სახლი ბათუმში: - "ყველაზე მეტად ჩემი სახლი მენატრება...ძალიან ბევრ ტკბილ მოგონებებს მახსენებს ახალი წელი და ბავშვობაში მაბრუნებს... საცივის, გოჭისა და ხაჭაპურის გარეშე ვერ წარმომიდგენია ახალი წელი".imageimage

0
417
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0