ასტროლოგია ყველაფერი რაც კი არ იცოდით, მთვარის შესახებ! 2015, 8 ივნისი, 17:23 მთვარის წარმომავლობის გაბატონებული ჰიპოთეზა ახალი კვლევით კიდევ უფრო განმტკიცდა: 4, 5 მილიარდი წლის წინათ დედამიწა კოლოსალურმა დარტყმამ შეარყია. დღეისათვის ყველაზე უფრო მიღებული თეორია მთვარის წარმოშობის შესახებ მიიჩნევს, რომ ის ახალგაზრდა დედამიწასთან მარსის ზომის ობიექტის შეჯახების შედეგად ამოტყორცნილი ნამსხვრევებისგან შეიქმნა. თუ მთვარის შემადგენელი თითქმის დედამიწის იდენტურია, მაშინ სად გაქრა დედამიწასთან შეჯახებული ობიექტის ნივთიერებათა კვალი? ახალი კვლევებით მეცნიერებმა სავარაუდოდ დაადგინეს, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თუმცა კატასტროფის სრულიად განსხვავებული სცენარები წარმოადგინეს. პირველი ნამუშევარი მატეი კუკს SETI-დან და მის ჰარვარდელ კოლეგას სარა სტიუარტს ეკუთვნის. მათი გამოვლებით, იმ შორეულ დროში პლანეტა მაღალი სიჩქარით ბრუნავდა, დღე სულ რაღაც 2-3 საათი გრძელდებოდა. ეს სიჩქარე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ცენტრიდანულმა ძალებმა დედამიწას ჩამოყალიბების საშუალება არ მისცენ, თუმცა სრულიად საკმარისია, შეჯახების შემთხვევაში, ორბიტაზე მთვარის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ნივთიერებების გასაფრქვევად (მას დედამიწაზე 100-კერ მცირე მასა აქვს). საჭირო აჩქარება პლანეტამ წინა შეჯახებებით მიიღო – ხოლო მთვარის გაჩენის მერე ნელ-ნელა დამუხრუჭება დაიწყო, მზესთან და ახლად დაბადებულ თანამგზავრთან გრავიტაციული ზემოქმედების გამო. გიგანტურ შეჯახებამდე, მეცნიერები უცხო ობიექტის მასას 5-10 დედამიწის მასის ტოლფასად მიიჩნევენ. თუმცა მათი კოლეგები რობინ კენაპის ხელმძღვანელობით სხვა ციფრს ღებულობენ: მათი აზრით უცხო ობიექტი და დედამიწაც მთვარესტან ერთად თანაბარი მასების იყვნენ. ასეთი სცენარი ჯერ არასოდეს განხილულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ქირონის, პლუტონის დიდი თანამგზავრის წარმომავლობის ასახსნელადაა წარმოდგენილი. რობინ კენაპის მიერ წარმოდგენილი სცენარის კომპიუტერულმა მოდელმა ”თანაბარი” შეჯახების შესახებ აჩვენა, რომ ორბიტაზე მატერიის საკმაოდ დიდი ღრუბელი წარმოიქმნება, რომელიც მართლაც იდენტურია შესამჩნევად დამძიმებული დედამიწის ზედა მანტიის შემადგენელისა. ასეთ დარტყმას პლანეტის ბრუნვის სიჩქარე უნდა გაეზარდა, რომელიც მომავალში, ზემოთ ხსენებული მექანიზმით დასტაბილიზირდა. პროტოპლანეტების კომპიუტერული სიმულაცია, რომლებსაც დედამიწის მასის 45-55% ჰქონდათ. ფერი ტემპერატურას შეესაბამება. პირველადი შეჯახების მერე ორივე სხეული ისევ ხვდება ერთმანეთს, ისინი ერთმანეთს ერწყმიან, ხოლო ორბიტაზე ”პროტომთვარე” ჩნდება, დედამიწის მასის 3%, რომლის შემადგენელი დედამიწისას ლამის 99%-ით ემთხვევა. რატომ ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს? მთვარე თავისი ღერძის და დედამიწის გარშემო ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს – 28 დღე. ეს აბსოლუტურად მდგრადი კონფიგურაცია საშუალებას გვაძლევს ჩვენ ყოველთვის ვხედავდეთ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს. ადამინებმა ხილული მხარე საკმაოდ დეტალურად შეისწავლეს. სურათზე წარმოდგენილია მოზაიკა საკმაოდ მაღალი გარჩევადობით, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია დავათვალიეროთ სწორი ზედაპირის მქონე, ბნელი “ზღვები”(სინამდვილეში ეს გაყინული ლავასგან წარმოქმნილი დაბლობებია) და დაღარული მთები. LRO ერთი კვირა იღებდა გამოსახულების შემადგენელ ფოტოებს წინა წლის დეკემბერში. მეცნიერებმა ერთბაშად ორი თეორია წარმოადგინეს, რომლებიც შორეულ წარსულში, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, მთვარის მაგნიტური ველის არსებობას ხსნიან(New Scientist). პირველი ნამუშევრის ჩარჩოებში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მოვლენათა განვითარების ვარიანტი, რომელშიც ველი დიდი ხანი ცოცხლობს. თავიდან მთვარე დედამიწასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ახლაა. კომპიუტერული მოდელირებით მათ შეძლეს დაედგინათ, რომ თანამგზავრის ასეთმა ორბიტალურმა დრეიფმა მასში მიმდინარე კონვექციური(გამდნარი მასის მოძრაობა) პროცესების გახანგრძლივება გამოიწვია. შედეგად მთვარის მაგნიტურ ველს 2, 7 მილირდი წელი შეეძლო ეარსება. მეორე ნამუშევრის ჩარჩოებში ფრანგმა და ბელგიელმა მეცნიერებმაც მთვარის ევოლუციის მოდელირება გააკეთეს. მათი აზრით ველის არსებობას ხელს უწყობდა გვიანდელი, 3, 9 მილირდი წლის წინდელი, მძიმე მეტეორიტული ბომბარდირება. ასტროფიზიკოსებმა აჩვენეს, რომ მთლიანობში, მეტორიტულ ნალექებს და დედამიწის მხრიდან მოქმედ მოქცევებს შეეძლოთ შეეცვალათ გამდნარი მანტიის გადაადგილების სიჩქარე. 2009 წლს Science-ში გამოჩნდა სტატია, რომელშიც ლაპარაკი იყო მთვარის გრუნტის(76535) ანალიზზე. მაშინ დადგინდა, რომ დედამიწის თანამგზავრს 4, 2 მილირდი წლის წინათაც ჰქონდა მაგნიტური ველი, ანუ ფორმირებიდან 300 მილიონი წლის მერევე. იმედია მოგეწონებათ 443 15-ს მოსწონს
|