რელიგია მირონმდინარე ხატები, ეს ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს! 2015, 7 ივნისი, 19:45 მირონი გაურკვეველი წარმოშობის ზეთისებრი სითხეა. მიუხედავად მეცნიერების არაერთი მცდელობისა მირონდენა, როგორც მოვლენა, ამოცნობილი არ არის. მატერიალისტური თვალსაზრისით ამ მოვლენის ახსნა შეუძლებელია. მირონით ღმერთი თავის თანადგომას უცხადებს მრავალ მორწმუნეს. ყოველი ღვთიური სასწაული ადამიანთა განმტკიცებისა და ღმერთისკენ მოქცევისთვის აღესრულება. ახლოვდება უკანასკნელი ჟამი, ჟამი უფლის მეორედ მოსვლისა, ამის შესახებ მრავალი წმინდა მამა გვაფრთხილებს. სამყაროს აღსასრულის მოახლოების ნიშნები სახეზეა. ვის სულშიაც ღვთიური ნაპერწკალი დევს, მოექეცით ღვთისკენ, აღიარეთ თქვენი ცოდვები და უფალიც თქვენთან იქნება. იგი დაფარულია, მაგრამ ყველგანაა სადაც იღებენ. ჩვენს დაზიანებულ ცხოვრებას აღდგენა სჭირდება. სნეული ადამიანი საავადმყოფოს მიმართავს მკურნალობისთვის. სწორედ ეკლესიაა ის საავადმყოფო (მოძღვარი კი ექიმი), რომელიც დღეს ყველას გვჭირდება. საქართველო ოდითგანვე მტკიცე და დიდმორწმუნე ქვეყანა იყო. გადმოცემის თანახმად აქ პირველად, წმინდა მირონის გადმოსვლა მოხდა მცხეთაში, სწორეს იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული, შემდგომ კი იმ ადგილას სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. მაშინ საქართველოში მირონდენა არც თუ ხშირად ხდებოდა, განსხვავებით დღევანდელისაგან. დღეს კი ეს მოვლენა მომრავლებულია, ხატებმა “მასიურად” დაიწყეს მირონდენა, ტირილი, რომლითაც ზეციური სამყარო გვაფრთხილებს მოსალოდნელ საშიშროებაზე. ამოტომაც გთავაზობთ სტატიას, სადაც თავმოყრილია მირონმდინარე ხატების ისტორია, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის – მამა დავითის აზრი, კომენტარი და დალოცვა. საეკლესიო გადმოცემით, დედამიწაზე არსებობს კუთხეები რომელზეც განსაკუთრებით ზრუნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მსოფლიოში ასეთი კუთხე ბევრია. პირველი მათგანი ღვთისმშობელს მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ხვდა წილად. ქრისტეს მოწაფეებმა განიზრახეს წილი ეყარათ, ვინ რომელ ქვეყანაში იქადაგებდა სახარებას. ქალწულმა მარიამმა უთხრა მოციქულთ: “მეც მნებავს თქვენთან ერთად ვიქადაგო, დაე, მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მიმითითებს უფალი”. ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია. ყოვლად უბიწომ სიხარულით მიიღო თავისი ხვედრი და განიზრახა წასულიყო ივერთა ქვეყანაში, მაგრამ უფლის ანგელოზი გამოეცხადა მას და უთხრა: “აწ ნუ განეშორები იერუსალიმს შეცდომილი ქვეყანა განათლდების მომავალში”. მაშინ ქალწულმა მარიამმა უხმო ანდრია მოციქულს და გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი ივერიის საკურთხებლად. ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილი ქვეყნად ოთხია: დიოევოს დედათა მონასტერი, სადაც განისვენებს ბოლო ჟამის ერთ-ერთი უდიდესი რუსი წმინდანი – სერაფიმ საროველი; ტიბოელოს მამათა ლავრა, სადაც განისვენებს ათეულობით წმინდა მამათა უხრწნელი და მირონმდინარე ნეშტები; ათონის წმინდა მთა (სახევარკუნძული საბერძნეთში), რომელზედაც განლაგებულია ათობით სამონასტრო კომპლექსი და ერთადერთი ქვეყანა – საქართველო. ათონის მთის ივერთა მონასრეტში იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთის მფარველია. ამ ხატს მრავალი სასწაული უკავშირდება. 1980 წელს ათონის წმინდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც იქცა XX საუკუნის ადამიანებისათვის ერთ-ერთი უდიდეს მოწმობად – ღვთის დედის გამოუთქმელი სასწაული. საკვირველმოქმელი ხატის ისტორია დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილერის – იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან. იოსების მშობლები კათოლიკები იყვნენ. ბავშობაში იგი ზურგზემოკიდებული ჩანთით შევიდა მართლმადიდებლურ ტაძარში და იმ დღიდან მისი გული იქ იმყოფებოდა. მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. იგი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში. 1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატმწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. მათ სკიტისკენ მიმავალი გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი სხვა, ქრისტეშობის სახელობის ღარიბ სკიტში მიიყვანა, სადაც თორმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. “აქ მე ვიხილე ივერიის ღვთისმშობლის ხატი”, – იხსენებს იოსები, – “ვერასოდეს გადმოგცემთ სიტყვით, თუ რა განვიცადე იმ დღეს, უთუოდ მკერდში გული გადამიბრუნდა, დიდხანს ვევედრებოდი ბერებს მოეყიდათ ხატი, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ხატი მათი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი აღმოჩნდა და არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. ბოლოს შევწყვიტე მუდარა და დავმორჩილდი ბედს. ღამე სკიტში დავრჩი ლიტურგიაზე დასასწრებად. “ღირს არსის” გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღვთისმშობელს, რათა წამოსულიყო ამერიკაში, რადგან უმისოდ ძალიან გვიჭირდა. დილით, საუზმის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობეთ. იღუმენი არსად ჩანდა და აი, უკანასკნელ წუთს დავინახე, რომ მონასრტიდან იგი სწრაფად ეშვებოდა კიბეზე ქაღალდში გახვეული ხატით ხელში. “ღვთისმშობელს ნებავს, თქვენთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში”, – მითხრა მან და ხატი გამომიწოდა. იღუმეს, მამა კლიმენტს, ფული შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, – “ასეთი სიწმინდე ფულით არ იყიდებაო”. მინდოდა რაიმეთი გამომეხატა მადლიერება, მაგრამ წინამძღვარი შეუვალი დარჩა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი, რომ უჩვეულო რამ მოხდა, ძლიერი შინაგანი ხმის კარნახით პირდაპირ ივერთა მონასტერში მივედი. აქ უფლება მოგვცეს, ნაჩუქარი ხატის კურთხევისა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველსახესთან შეხებით. ხატი წმინდანთა ნაწილების გვერდით დავაბრძანე. მასთან ენთო უქრობი კანდელი. სამი კვირის განმავლობაში ძილის წინ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუკითხავდი დაუჯდომელს. 24 ნოემბერს ღამის სამ საათზე გამომაღვიძა ძლიერმა კეთილსურნელებამ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ სუნს გამოსცემდა წმინდა ნაწილები, მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ხატს, დავინახე, რომ ხდებოდა დიდი სასწაული – ხატი მთლიანად დაცვარული იყო სურნელოვანი მირონით. მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს, ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონდენა, გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა. ბზობის კვირას ხატი თითქოს შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონდენას დიდ შაბათს – აღდგომის წინა დღეს. ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოუვიდა ხატის შუშის გარეთა ზედაპირს. მასზე იწყეს გაჩენა მკურნალი მირონის ცვილის მსგავსმა უმცირესმა წვეთებმა ისე, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე კი მუდამ მშრალი რჩებოდა. იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღვთისმშობლის უცვლელი მცველი იყო. თხუთმეტი წლის მანძილზე იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა წმინდა ხატთან ერთად. თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ღვთისმშობელმა იოსები მოწამეობრივი გვირგვინის მიღების ღირსი გახადა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იგი ტანჯვა-წამებით მოკლეს, ხოლო საკვირველმოქმედი ხატი კი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. იოსებ მუნიოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს და როდესაც მეგობრებმა მისი გვამი ნახეს, მას გახრწნის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. დღეს მსოფლიოშო უფრო გახშირდა ხატთა მირონდენა. უფალი და ღვთისმშობელი აფრთხილებს ადამიანებს მომაველი უბედურების შესახებ. ამის ნათელი მაგალითია მაცხოვრის ხატი ამერიკის სერბული ეკლესიიდან, რომელმაც სერბეთში ომის წინ ტირილი დაიწყო. ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდა, საქართველოში – მცხეთის სამთავროს დედათა მონასრეტში, ძმათა მკვლელი ომის წინ ღვთისმშობლის ხატს ცრემლები წამოუვიდა, შემდეგ კი – სისხლი. საქართველოში მომრავლებულია სხვადასხვა ხატებიდან მირონდენა (ეკლესიებში და სახლებშიც კი). ამით უფალი თავის თანადგომას უჩვენებს ადამიანებს. 1999 წელს გელათის მონასტერში ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმ. ნინოს და დავით აღმაშენებლის ხატებიდან (კანკელზე) დაიწყო მირონდენა და დღემდე გრძელდება. 2000 წლის ივნისში გელათის მონასტრიდან ბოდბესა და დავით დარეჯის მოსალოცად წასული მრევლი კვლავ გახდა ხატებიდან მირონდენის მოწმე. სტეფანწმინდის მონასტერი, (კახეთში, სოფელ ტიბაანში), რომელიც VI ს-ში დააარსა ასურელმა მამამ – სტეფანე ხირსელმა, ბოლო დროს მოძღვრის გარეშე დარჩა, ამიტომაც აქ წირვა-ლოცვა გარკვეული დროის განმავლობაში არ ტარდებოდა. იქ შესვლისთანავე გელათის მრევლი შეუდგა ტაძრის დასუფთავებას, ლოცვასა და გალობას. და აი, მოხდა სასწაული, როდესაც ერთ-ერთი მორჩილი კანკელის ხატების გასაწმენდად ამბიონზე ავიდა, შეამჩნია, რომ ხატებიდან დიდი რაოდენობით მირონი მოედინებოდა. ასე გამოხატა ზეციურმა სამყარომ თანადგომა მის ცოდვილ შვილებზე. ხატის შექმნის იდეა კაბადოკიაში ჩაისახა. დაახლოებით ათი წლის წინ მამა არჩილის წინამძღოლობით კაბადოკიაში იმყოფებოდა მლოცველთა ჯგუფი. გამოქვაბულში ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან ჩამოყრილ იყო ბათქაში და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულიყო. ამ გადარჩენილი ფრესკებიდან იმზირებოდა ღვთისმშობლის სახე, კერძოდ, მისი თვალები. მას იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა, რომ მრავალი მნახველი დაატყვევა. მამა არჩილმა ირაკლი ცინცაძეს სთხოვა გონაბეში აღებეჭდა ღვთისმშობლის მზერა ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც დაიწერებოდა ხატი. ხატმა კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა: განკურნა მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიურიც და რაც ყვალაზე მნიშვნელოვანია – უშვილობა. (ყოფილა ასეთი შემთხვევაც: კაცი წყალში იხრჩობოდა. იგი ამ ხატს შევედრებია გადარჩენას და რაღაც ზებუნებრივ ძალას ნაპირზე გამოუყვანია). იმედია მოგეწონებათ, ეს ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს! 1327 11-ს მოსწონს
|