საბუნებისმეტყველო ანტარქტიდაზე აღმოჩენილი უცნაური ფაქტები (+ვიდეო) 2015, 7 ივნისი, 11:06 ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ გიგანტური ტბის არსებობის შესახებ ვარაუდები გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოითქვა.დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, რუსმა მეცნიერებმა ანტარქტიკის რეგიონში 4 კილომეტრის სიღრმის ჭაბურღილი გათხარეს და უზარმაზარი ტბის ზედაპირს მიაღწიეს, რომელსაც ვოსტოკი ჰქვია.
ეს ტბა სქელი ყინულის ზედაპირის ქვეშ მდებარეობს და მსოფლიოს მტკნარი წყლების 70%-ს შეიცავს. 15 მილიონი წლის განმავლობაში ტბა დაფარული იყო მზის სხივებისგან. მეცნიერების აზრით, ამ ტბიდან აღებული წყლის სინჯებს უამრავ შეკითხვაზე შეუძლიათ პასუხის გაცემა, მათ შორის გადარჩა თუ არა სიცოცლხე ყინულის ამ საუფლოში. მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის ჯონ პრისკუს განცხადებით, რუსი მეცნიერები ძალზე გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც ამ ტბას მიაგნეს. “როდესაც მათ სიღრმეში ჩასვლა დაიწყეს, ყინულის ჩვეულებრივი ფენების ნაცვლად სულ სხვა სახის ყინული წამოვიდა, რომელსაც შრეები არ ჰქონდა. ამ მასალას არც იმგვარი ფენის ძირი გააჩნდა, რომლის მეშვეობით კლიმატის ანალიზს აკეთებენ. სიტუაციის გარკვევამდე მეცნიერებმა შეწყვიტეს შემდგომი სამუშაოები.“ რუსებმა ვოსტოკის ტბის რეგიონის შესწავლა დაიწყეს და მის ზედაპირზე არსებული ყინულის ფენამდე ჩავიდნენ. 1996 წელს მათ მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით, პირველი სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნეს. ამის შემდეგ, სახელმწიფოს დაფინანსების წყალობით, რუსმა მეცნიერებმა 4 კილომეტრის სიღრმეზე ყინულის გათხრა მოახერხეს და 400 000 წლის წინანდელი ყინულის ქერქის ნიმუშებამდე მიაღწიეს, რომელშიც მიკრო ორგანიზმების კოლონიები აღმოაჩინეს. ჯონ პრისკუს განცხადება: “ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ეს ბაქტერიები შესაძლოა წყალში არსებული მინერალებისგან იღებენ ენერგიას.“ როგორც ამერიკელი მეცნიერი ამბობს, ტბის ზედაპირის დაბინძურების გარეშე ამ სამუშაოების წარმოება ძალზე ძნელია. რუსმა მეცნერებმა სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რომლის საშუალებით ჭაბურღილის ხვრელის საშუალებით პირდაპირ ტბის ზედაპირიდან მოხდება წყლის ამოტუმბვა ყოველგვარი დაბინძურების გარეშე. ამ წყალს ზედაპირზე დატოვებენ და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდება მისი გაყინული ნიმუშების შესწავლა. თუმცა ეს მხოლოდ ტბის ზედაპირზე არსებული წყლის შესწავლის საშუალებას იძლევა. ამერიკელი და ინგლისელი მეცნიერები ამ ტბის სიღრმეების მეცნიერული შესწავლისთვის, დამოუკიდებელი ექსპედიციების მოწყობას გეგმავენ. ანტარქტიდა მოუთმენლად ელის ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც 21-ე საუკუნეში მოუწევთ დედამიწის ამ ყველაზე იდუმალი კონტინეტის გამოკვლევა. ნახეთ ვიდეო-ექსკლუზივი 1338 18-ს მოსწონს
|