შოუბიზნესი გიორგი მახარაშვილი ლეკა მიქაძეზე დაქორწინდა 2015, 6 ივნისი, 22:41 მუსიკალური პროექტების საშუალებით გახდა ცნობადი. 16 წლის იყო, როდესაც მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარში" გამოჩნდა. ყველას კარგად ახსოვს ალბათ, სათვალებიანი გამხდარი ბიჭუნა, რომელიც პატარა ასაკის გამო არ მიიღეს პროექტში. გიორგიმ ფარ-ხმალი არ დაყარა და შემდეგ წელსაც სცადა ბედი და "ჯეოსტარის" კონკურსანტიც გახდა.ამ ყველფრის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ტელეპროექტ "ახალ ხმაში". გიორგი მახარაშვილი მონაწილეობას ღებულობდა ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურ შოუში "ორი ვარსკვალვი", სადაც ის ირინა ონაშვილის მეწყვილე გახლდათ. 22 წლის გიორგი მომავალი არქიტექტორია. გიორგი მახარაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომღერალი დაოჯახდა. მისი რჩეული ლეკა მიქელაძე გახლავთ. წყვილმა ერტმანეთი პროექტ "ორი ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო, გოგონა ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელია, შასაბამისად პროექტის მიმდინარეობისას სულ ერთად ყოფნა უწევდათ. წყვილი მაშინვე მიხვდა, რომ ერთმანეთი მოსწონდათ. "ძალიან კარგი ადამიანია. ჩემთვის შეყვარებული კი არა, მეგობარი, მამა, ყველაფერია. ზღვაზეც რომ ვიყავით, თბილი რაღაცეები ჩამოჰქონდა: არ გაცივდეო. ყურადღებიანია და არასდროს არაფერი ავიწყდება"-გვიამბობდა ლეკა. "საქმიანი გოგონები არ მსიამოვნებს – სულ საქმეში და სხვაგან რომ არიან. მაგრამ, ლეკა მათ შორის ყველაზე „დასტოინი” ტიპი იყო და არის. პირველი ეს იყო რითაც მომეწონა, გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ. ისიც, რომ ჩვენი ყველა აზრი არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამას უფრო მეტი მუღამი ჰქონდა. ერთი აზრი რომ გვქონოდა ყველაფერზე, ალბათ, ერთ თვეში მოგვბეზრდებოდა ერთმანეთი"-განაცხადა გიორგიმ. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1166 3-ს მოსწონს
|