შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი პოპულარობამდე ბაზრობაზე ვაჭრობდა (+ვიდეო) 2015, 5 ივნისი, 14:54
ასეა თუ ისე, შორენა ვარსკვლავად არ დაბადებულა. ერთი ჩვეულებრიი რუსთაველი გოგო გახლდათ, რომელსაც მშოლები არაფერს აკლებდნენ. შორენა ამტკიცებს, რომ სკოლის პერიოდში კარგად სწავლობდა და თეატრალურშიც დამოუკიდებლად ჩააბარა. მსახიობი ბიზნესმენ ზურაბ ბარბაქაძეზე გახლდათ დაქორწინებული. ქორწინების დანგრევის მიზეზად შორენა ქმრის ღალატს ასახელებს, რასაც მისი ყოფილი მეუღლე უარყოფს. მსახიობის ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ლუკმა პურის საშოვნელად ბევრი შრომა უწევდა. ერთი პერიოდი შორენა ბაზრობაზე, საკანცელარიო მაღაზიაშიც კი ვაჭრობდა. ეს ყველაფერი მას არ აკომპლექსებს და კარგადაც იცის, რომ ღირსეულად შრომაში დასაძრახი არც არაფერია. მისი წარსული შესაძლოა ბევრი ადამიანისათვის სტიმული გახდეს, ვარსკვლავებად ხომ ერთეულები იბადებიან... შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შორენას რომანი აქვს ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან. წყაროს მტკიცებით, წყვილი საზღვარგარეთ სხვადასხვა რეისით მგზავრობს, იქ კი დროს ერთად ატარებენ. ირაკლი მსახიობს ძვირადღირებული საჩუქრებითაც ანებივრებს და მეტიც, 100 კადრატული ფართობის ბინაც აჩუქაო. თავად შორენა ადასტურებს, რომ შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. 2392 9-ს მოსწონს
|