x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შვილის წერილი, რომელმაც მამა შოკში ჩააგდო- რა ეწერა?
image


მამა ბრუნდება სახლში, შედის შვილის ოთახში, იყურება ირგვლივ და გაოცებას ვერ მალავს- ოთახი თითქმის ცარიელია, ყველა საჭირო ნივთი თითქოს ვიღაცამ მოკრიფა გასამგზავრებლად, საწოლის პლედიც კი. მამის ეჭვი იმაზე, რომ შვილი სახლიდან წავიდა, მაგიდაზე არსებულმა წერილმა გააძლიერა, რომელიც ხელის კანკალით აიღო და კონვერტს, რომელზეც ეწერა "ძვირფასო მამა", აფორიაქებულმა გახსნა და მთელი ინტერესით შუდგა კითხვას.


ძვირფასო მამა:


"ამ წერილს დიდი მწუხარებითა და სინანულით გწერ. მომიწია სახლიდან გაპარვა ჩემს ახალ შეყვარებულთან- სტეისისთან ერთად, რადგან ვიცოდი მისი სახლში მოყვანით შენი და დედას სკანდალებს ვერ გადავურჩებოდი, ვინაიდან არასოდეს მოგწონდათ მისი პირსინგი, "ტატუ", ბაიკერული ტანსაცმელი და ასაკი, რომელიც ჩემზე მეტი აქვს. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ის ძალიან საყვარელია და დიდი ვნება გვაკავშირებს, უფრო მეტიც, ის ორსულადაა.



სტეისიმ ძალიან ბევრ რამეზე ამიხილა თვალები, მითხრა რომ ძალიან ბედნიერები ვიქნებით ერთად და ვიცხოვრებთ ტყეში, სადაც მას აქვს პატარა ქოხი. შეშა უამრავია, მთელს ზამთარს გამოგვაზამთრებს და ვიყოლიებთ უამრავ შვილს. ისიც განმიმარტა, რომ მარიხუანა არც ისე საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მოვაშენებთ და დავკავდებით მისი რეალიზაციის ბიზნესით რათა თავი ვირჩინოთ, შემდეგ კი კოკაინსა და ექსტაზისთვისაც გვეყოფა ფული. პარალელურად კი ვილოცებთ, რომ შიდსის განსაკურნებელი წამალი დროულად გამოიგონონ, ეს ტრეისის ძალიან სჭირდება, ის ხომ იმსახურებს ჯანმრთელობას. ჩემზე კი არ ინერვიულო, უკვე 15 წლის ვარ და შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, ხოლო დრო რომ გავა, ჩვენ მოვალთ თქვენს სანახავად და უამრავ შვილიშვილებს გაგაცნობთ".


სიყვარულით შენი შვილი ჯოში.


P.S. ეს ყველაფერი გამოვიგონე რა თქმა უნდა, რადგან შეგახსენოთ, რომ არსებობს იმაზე უარესი რაღაცეები ცხოვრებაში, ვიდრე ცუდი ნიშნები სკოლაში, სამზარეულოს მაგიდაზე დევს ჩემი დღიური. ჩემს მეგობარ ჯეისონთან ვრჩები სახლში, თუ გადაწყვიტავთ რომ მაპატიეთ ცუდი ნიშნები, დამირეკეთ და დავბრუნდები.


ძნელი წარმოსადგენი არაა რა მდგომარეობაში იქნებოდა მამა წერილის კითხვისა და მისი გააზრების პროცესში, თუმცა იქნებ კარგიც იყო ეს ყოველივე მისი ვაჟის მხრიდან, რადგან მშობლები ხშირად ცდებიან შვილებთან მიმართებაში და ჯოში უბრალოდ ცდილობდა ყველაფერი სხვა კუთხიდან დაენახვებინა მათთვის.


6
1756
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1756
  
2015, 10 ივნისი, 18:19
ჩაეთვალა :)
2015, 6 ივნისი, 18:48
მაგარია..გავაზიარე (K)
2015, 5 ივნისი, 18:06
სანამ ბოლოში ჩავედი მე ჩემი დამემართა :))
2015, 5 ივნისი, 14:03
:))) მიეც ფანტაზიას გზა ფართოვოო? :))) (შენ რა გითხარი, კარგათ მაცინე )
2015, 5 ივნისი, 13:55
მამამ მიხვდა მწარე ხუმრობას დაურეკა შვილს მოეთრიე სახლში მათრახხით უნდა გცემოვო და იმ ღამეს ჯოშის სახლიდან საშინელი ცემა ტყეპის და ჯოშის წკმუტუნის ხმა გამოდიოდა
0 1 6