x
image
K.P.
სკანდალი: თემო მჟავია მიშა მშვილდაძეს ცოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და სასამართლოთი ემუქრება

image
მარიხუანას დეკრიმინილიზაციის თემაზე ბევრს კამათობენ ჩვენს საზოგადოებაში. ზოგიერთები ამ ყველაფრის წინააღმდეგნი არიან, ზოგიერთები კი ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ. დეკრიმინილიზაციის მოთხოვნით აქციებში აქტიურად არიან ჩართულნი ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები. 2 ივნისს, რუსთაველზე მარიხუანას დეკრმინილიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. "რუსთავი 2"-თან საუბრისას მიშა მშვილდაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა: "ვინც დღეს პარლამენტში ხმას მისცემს იმას, რომ ციხეში სვამდნენ ადამიანებს მარიხუანას მოწევის გამო, ყველა იქნება რუსი, არსით, სულით და თავისი ადამიანობით. ვინც ხმას მისცემს იმას, რომ ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანის გამო, ყველა, თავისი არსით იქნება ევროპელი, ნორმალური, წესიერი და კეთილი ადამიანი". რა შუაშია ამ ყველაფერთან "რუსობა" და "ევროპელობა", რა ქვეტექსტი იდო ამ ყველაფერში ამის შესახებ ალბათ თავად მიშა მშვილდაძეს უნდა დავეკიხოთ. საზოგადოების ნაწილმა მისი ეს ფრაზა უარყოფითად აღიქვა და მიიჩნია, რომ მარიხუანა ევროპელობას სულაც არ ნიშნავს.

საზოგადოებისათვის ცნობადი სახე, თემო მჟავია ამტკიცებს, რომ მიშა მშვილდაძეს სურს "რუსი" სალანძღავ სიტყვად აქციოს, მაშინ როდესაც, ქვეყანაში ბევრი რუსი ცხოვრობს და საქართველო ძალიან უყვართ. ეს ყველაფერი როდია, მჟავია ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოთი იმუქრება. "ჩემი ცოლი არის რუსი, უყვარს საქართველო, ისწავლა ქართული და ქართულად ზრდის ჩემს ნახევრადრუს შვილს და ამის გარდა კიდევ უამრავი რუსი ცხოვრობს საქართველოში რომელსაც ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა! ჩემი აზრით მიშა მშვილდაძის მცდელობა რომ სიტყვა "რუსი" სალანძღავ სიტყვად აქციოს არის დიდი შეურცხყოფა და აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის!!! წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში მოუწევს ამ ყველაფრის ახსნა"-წერს თემო მჟავია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. image

1
1955
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1955
  
2015, 4 ივნისი, 10:52
ყოჩაღ თემო
0 1 1