1. "საღამო ლას-ვეგასში 2"
კასკადიორმა სკოტ მაკლინმა მიიღო თავის ქალის მძიმე დაზიანება და სხეულის სხვა მრავლობითი დაზიანებები ორი მანქანის შეჯახების ეპიზოდის გადაღების დროს. ტრიუკის შესრულებისას მაკლინმა თავის გამოჰყო მანქანის ფანჯრიდან და ამ დროს მას დაეჯახა მეორე მანქანა. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემდეგ გამოჯანმრთელებულმა კასკადიორმა სასართლოში უჩივლა კინოკომპანიას Warner Bros. და მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
2. "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, " I ნაწილი
დენიელ რედკლიფის დუბლიორმა დევიდ ჰოლმსმა გადასაღებ მოედანზე საშინლად დაიზიანა კისერი, რის გამოც პარალიზებული გახდა. 25 წლის კასკადიორი გმირების გაფრენის სცენაში მონაწილეობდა და ამ დროს მთელი ძალით შეასკდა კედელს, რის გამოც სხეულის ზედა ნაწილის პარალიზება მოხდა.
3. "მოუხელთებლები -2"
ფილმის გადაღების დროს ერთი კასკადიორი დაიღუპა, ხოლო მეორე საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც რეზინის ნავის აფეთქების სცენის გადაღების დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა: აფეთქების ძალა იმაზე ათჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ფილმის გადაღებისათვის იყო საჭირო. ხუთკვირიანი მკურნალობა დასჭიდა მეორე დუბლიორს, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაბრუნებოდა.
4. "შავი რაინდი"
გადაღების დროს დაიღუპა ოპერატორი კონვეი უილკლიფი. ერთ -ერთი ტრიუკის გადაღების დროს ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც კინოკამერით შეაიარაღებული უილკლიფი იჯდა, დიდი სიჩქარის გამო მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა. ოპერატორი ადგილზევე დაიღუპა.
5. "ყვავი"
საბედისწერო შეცდომამ, დაშვებულმა ფილმის გადაღების დროს, რომელმაც ლეგენდარული ბრიუს ლის შვილი ბრენდონ ლი იმსხვერპლა, შოკში ჩააგდო მთელი ჰოლივუდი. გადაღების დროს ბუტაფორიულ პისტოლეტში რატომღაც ნამდვილი ტყვია აღმოჩნდა, რომელიც მუცელში მოხვდა ბრენდონს. ახალგაზრდა მსახიობი შეუჩერებელი სისხლდენისაგან დაიღუპა.
6. "შავი ზონა"
ვიეტნამელებთან ომის ეპიზოდის გადაღების დროს ვერტმფრენის პილოტმა დაკარგა მართვაზე კონტროლი და საშინელი სისწაფით დაასკდა მიწაზე. დაიღუპა სამი მსახიობი: ვიკ მოროუ, 7 წლის მუ-სა დინ ლი და 6 წლის რენე შინი. შემზარავი იყო ის, რომ ვერტმფრენის პილოტს და კიდევ ერთ ბავშვს დამსხვრეული მანქანის მოტრიალე ფრთამ თავი მოაჭრა. ფილმის რეჟისორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მოსამართლეებმა ის გაამართლეს მას შემდეგ, რაც გადაღებული კადრები ნახეს.