x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა, ბექა ხოფერიამ ცოლი მოიყვანა

image
თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას ბავშვობის დიდი სიყვარული აკავშირებდათ. პატარებმა იქორწინეს, სამწუხაროდ მალევე დაშორდნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, მომღერალმა მეუღლეს ღალატი არ აპატია. მათ ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავთ. თიკას მტკიცებით, ყოფილი მეუღლე შერიგებას სთხოვდა, მან კი უარით გაისტუმრა. მას შემდეგ ბექამ არაერთი შეყვარებული გამოიცვალა, თუმცა რომანები იმაზე ხანმოკლე გამოდგა ვიდრე ვინმე მოელოდა. მომღერალი ყოფილ ქმართან შერიგებას გამორიცხავდა, თუმცა ბოლო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ შერიგება გამორიცხული არ არის. "მე და ბექამ ყველანაირი სიყვარული გამოვცადეთ, ბიჭისა და გოგოს სიყვარული, და-ძმური, მეგობრული. ახლა ვხუმრობთ ხოლმე, ბოლოს მაინც ერთად ვიქნებითო"-აღნიშნავდა მომღერალი.image
ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ბექამ საკუთარი რჩეული, 24 წლის ინა ოსიპოვა წარგვიდგინა. გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. ინა ამჟამად უმუშევარია. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, თბილისში საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ. წყვლს ბევრი საერთო აქვს, ერთმანეთი ძალიან უყვართ და ერთმანეთს მსგავს მესიჯებსაც კი სწერენ. ბექა და ინა "ეკა ხოფერიას შოუში" საკუთარი სიყვარულის ისტორიას გვიამბობენ. (გადაცემა ეთერში ოთხშაბათს გავა.) როგორც ინტერნეტსივრციდან ვრცელდება ინფორმაცია წყვილმა უკვე იქორწინა. მათ პატარა, მაგრამ ლამაზი ქორწილი გადაიხადეს ახლობლებისა და მეგობრების წრეში. "ხათუნა ხოფერია სარძლომ გაცნობისთანავე მოხიბლაო"-ისმის ქალაქში ხმები. ვულოცავთ ბექას და ინას დაქორწინებას და ბედნიერებას ვუსურვებთ.imageimageimage


0
940
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
940
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0