x
image
K.P.
"X ფაქტორის" ყველაზე პოზიტიური მონაწილე ლინდა ადამია საკუთარი სიყვარულის ისტორიას გვიამბობს! მივიწყებული ფაქტები მომღერლის ცხოვრებიდან
image
ლინდა ადამია "X ფაქტორის" ყველაზე პოზიტიური მონაწილე გახლავთ. გოგონას პროექტში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, როდესაც ორსულობის შესახებ შეიტყო, თუმცა ამ ყველაფერს მისი გეგმები არ შეუცვლია. ლინდას მეუღლე ტატუისტი დავით ყიასაშვილი გახლავთ. ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყეს, ლინდას ტატუს გაკეთება უნდოდა, რისთვისაც მომავალ მეუღლეს დაუკავშირდა. მომღერალმა ტატუს გაკეთება გადაიფიქრა, თუმცა მიმოწერა გაგრძელა. ერთ დღესაც ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრამ ექვს საათზე მეტხანს გასტანა და სიყვარულის ახსნით დასრულდა. "დღის ბოლოს, როცა სახლში უნდა წამოვსულიყავი მეუბნება მიყვარხარო. გამოვხედე, ერთი-ორი წუთი ვიფიქრე ალბათ ეს ცოტა ვერ არისთქო და ვუპასუხე მეც მიყვარხართქო. სახლში რომ მაცილებდა ვფიქრობდი, რომ თავი დიდ შარში გავყავი"-გვიამბობს ლინდა. წყვილი ოქტომბერში პატარას ელოდება. image

ლინდა თითქოსდა "X ფაქტორის" აღმოჩენა გახლავთ, მაგრამ არ დაიჯეროთ... გოგონა ბავშვობიდან მღერის და ბევრ კონკურსშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. "2 წლიდან გამართულად ვმღერი, 3 წლის კი უკვე ლაურეატი ვიყავი, მას შემდეგ ვაგრძელებ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში. ერთი კონკურსი იყო, როდესაც არ გამიმართლა, მაგრამ გული არ დამწყვეტია"- გვიამბობდა ლინდა. გოგონამ საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ ტურშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ემოს იმიჯი მოირგო: "ეს ემოს იმიჯი საკონკურსო იყო. მე არ ვყოფილვარ ემო, ისინი არიან "დაგრუზული" ბავშვები, მეკი გახსნილი და თამამი ბავშვი ვიყავი".

18 წლის ასაკში "ახალ ხმაში" მიიღო მონაწილეობა. ის მომღერალი დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი გახლდათ.




რატომღაც დღეს ლინდა კარიერულ წარსულზე არ საუბრობს. "X ფაქტორში" მონაწილეობა მეუღლისა და ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. დღეს მას ყველანი ძალიან გულშემატკივრობენ. ვუსურვოთ ლინდას წარმატებები... imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
704
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
704
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0