სხვა ყველაზე კეთილი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც დღესაც ეხმარება უსახლკაროებს 2015, 31 მაისი, 17:26 უარტმენი ცხოვრობდა უოლ-სტრიტში, მას ჰქონდა საკმაოდ კარგი ხელფასი და
საკმაოდ კარგი ცხოვრებაც. მოულოდნელად დატოვა საბანკო სამსახური 2013 წლის
დეკემბერში და წავიდა მშობლიურ ქალაქში, ფილადელფიაში.
უარტმენი 26 წლის იყო მაგრამ რაც სურდა ყველაფერი ჰქონდა, მას ერთი
ასასრულებელი ოცნება ჰქონდა დარჩენილი და ისიც აისრულა. მისი ოცნება ის იყო, რომ დახმარებოდა ფილადელფიაში მცხოვრებ უსახლკარო ადამინებს და თვითონაც საკუთარი პიცერია გაეხსნა. უარტმენმა ოცნება აისრულა კიდეც, გახსნა პიცერია სახელით: "Rosa's Fresh Pizza". როსა უარტმენის დედის სახელია. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა და უარტმენის პიცერია ძალიან მალე ყველაზე პოპულარული პიცერია გახდა ფილადელფიის ამ ტერიტორიაზე. უარტმენის სურვილისამებრ პიცერიის ხშირი სტუმრები გახდნენ უსახლაკრო ადამიანები, უარტმენი უგემრიელეს პიცას მხოლოდ 1 დოლარად ყიდიდა. უარტმენის პიცა ნელ-ნელა პოპულარობას უფრო მოიმატებს და მალე მას ნიუ-იორკიდან მოუვა შეთავაზება, უარტმენი ფიქრით ბევრს არ იყოყმანებს და გადავა ნიუ-იორკში, რადგან მანდაც ხომ არიან უსახლაკროები? უარტმენს ნიუ-იორკში დიდად არ გაუმართლებს და დაბრუნდება ისევ ფილადელფიაში, თავის ბიზნესის ახლიდან დაწყება სულაც არ გაურთულდება და მალევე ძველებურ ტემპში ჩაჯდება. უარტმენთან ინტერვიუზე ერთ-ერთი ჟურნალისტი მივიდა და აი ვნახოთ რას ამბობს ეს უკვე ცნობილი უსახლაკროების დამხმარე პიროვნება: "თავდაპირველად ჩემს პიცერიაში შემოვიდა ერთი უსახლკარო კაცი, რომელმაც პიცაში 1 დოლარის მაგივრად 2 დოლარი გადამიხადა. მან მითხრა, რომ ეს ერთი ზედმეტად მოცემული დოლარის სანაცვლოდ სხვა შესულ უსახლაკრო ადამიანისთვის მიმეცა პიცა. მე ეს ძალიან მომეწონა და ყველა ასე დამატებით მოცემულ ერთ დოლარზე თითო სმაილს დავხატავდი ფურცელზე და ვაკრობდი ჩემს პიცერიაში. მე თავდაპირველად არ ვიცოდი თუ ასეთ პოპულარობას მომიტანდა ამ ფურცლების პიცერიაში დაკრობა, მაგრამ მართლაც დიდი პოპულარობა მოვიპოვე რასაც არც ველოდებოდი და არც მინდოდა." მალე ძალიან ბევრი ჟურნალისტი ესტუმრება უარტმენის პიცერიას, დღითი-დღე პიცერია უფრო პოპულარული გახდება და უსახლაკროების გარდა, პიცერიას უკვე მდიდრებიც სტუმრობენ და ტოვებენ იმდენად ზედმეტ თანხას, რომ დღეში 800-მდე უსახლკაროს ეყოფა თითო პიცის ნაჭერისთვის. უარტმენის პიცერია შემდეგში უკვე ორგანიზაციას გავდა, სადაც ერთმანეთი ძალიან ბევრმა უსახლკარომ და მდიდარმა ადამიანმა გაიცნო. ზოგიერთმა უსახლკარომ ამ გაცნობით სამსახურიც კი დაიწყო. უარტმანი დღითი-დღე უფრო პოპულარული ხდება და მას პირველ შანსს მისცემს ელენ დეჯენერესი, მას მოიწვევენ გადაცემაში და ელენი უარტმანს გეგმის შესრულების დასახმარებლად 10 000 დოალრიან ჩეკს აჩუქებს. უორტმენს პოპულარობა დიდად არ აინტერესებდა, იცოდა რომ პოპულარულობით უკან დაიხევდა და ცდილობდა მედიისთვის ზურგი ექცია. მან გადაწყვიტა თავის პატარა პიცერია დიდ კომპანიად გადაექცა, დაიწყო პიცერიის სახელის შორტების დამზადება და თითოს ყიდიდა 7 დოლარად. ვინც ამ შორტებს ყიდულობდა საჩუქრად ერთ ნაჭერ პიცასაც აყოლებდა. უარტმანს ოცნება აუსრულდება, გეგმას ბოლომდე შეასრულებს, დამხმარეები დღითი-დღე მატულობდნენ, მალე უარტმენის ეს საქციელი მთელს ამერიკას მოედო მისი და მისი მომხრეების სლოგანი იყო: "უსახლკაროები არ არიან უპატრონოები!" ერთ-ერთი უსახლაკროს წერილი როსას პიცერიაში: "დიდ მადლობას ვუხდი როსას პიცერიას, ამის წყალობით დღეს მე მშიერი არ ვარ, ხვალ კიდევ შევძლებ ახალ სამსახურის დაწყებას. ყველაფერი მეისონ უარტმანის დამსახურებაა.... მან შეძლო ის რაც სახელმწიფოსაც კი ვერ შეეძლო, წარმოუდგენელია ნამდვილად და ცხოვრების ბოლომდე მადლობელი დავრჩები. არავინ არ თქვას რომ ცხოვრებას ვერ შეცვლის, ამისთვის საჭიროა ჯერ საკუთარი თავის შეცვლა და შემდეგ ყველაფერი თავისით შეიცვლება ისედაც!" უსახლაკრო მარკის განცხადება: "გამარჯობათ მე ვარ მარკი მე-6 მიკროში ვცხოვრობ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც დაეხმარა უატერმანს, ეს იგივეა რაც გვეხმარებიან ჩვენ პურის ჭამაში. უატერმანს ზედმეტად 1 ცენტიც კი არ ჩაუდვია ჯიბეში, ის ისეთი პიროვნებაა, რომ თვითონ დარჩება მშიერი და ჩვენ არ დაგვტოვებს მშიერს." კიდევ ერთი უსახლკაროს წერილი: "ეს სასწაულია თვალებს ვერ ვუჯერებ, დღეს ჩვენ ღამე მშიერი აღარ ვიძინებთ, დასაძინებელი ადგილიც გვაქვს მეისონ უარტმანს უღრმესი მადლობა, ცხოვრების ბოლომდე მის სამსახურში ვართ, ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ." ერთ-ერთმა უსახლაკრომ წერილი თეფშზე დაუწერა: "ღმერთი იყოს შენი მფარველი უარტმენ, შენი წყალობით დღეს მაძღარი კუჭით ვივლი, აქ ადამიანთა უმეტესობა დახმარებას რომ ვთხოვ მცემენ და მაფურთხებენ მაგრამ შენს პიცერიაში თავაზიანობის და სიყავრულის გარდა სხვა არაფერი მინახავს" ბოლოს უარტმანმა ყველა გეგმა შეასრულა, ოცნებაც აისრულა, ის დღეს ძალიან ბედნიერია და დღესაც ტავის ბიზნესს აგრძელებს, მეტიც მისთვის ბიზნესზე მნიშვნელოვანი სიკეთეა და უსახლაკროებისთვის საჭმელის მიწოდებაა. უარტმანი საუზმეს, სადილს და ვახშამსაც უსახლკაროებთან ერთად ჭამს. ამჟამად უკვე მილიონერია, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობს მისი გეგმაა დაეხმაროს უკვე მთელ ამერიკას. P.s. ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი ადამიანები არსებობენ, ეს არის ყველასთვის მისაბაძი საქციელი. იმედია უარტმანი მართლაც შეძლებს ყველას დახმარებას უბრალოდ სჭირდება თანადგომა. თუ რაიმე ახალს შევიტყობ, სტატიის სახით აუცილებლად მოგაწვდით. იმედია მოგეწონებათ. 309 8-ს მოსწონს
|