სხვა მცდარი წარმოდგენა ნიუტონზე 2015, 31 მაისი, 13:19 მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ ნიუტონმა გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა მაშინ, როცა ბაღში ჯდომისას თავში ვაშლი დაეცა. მაგრამ ეს აზრი დიდი მეცნიერის სიკვდილიდან 60 წლის შემდეგ გავრცელდა. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია ჯონ კონდიტის ჩანაწერმა: “ბაღში ფიქრისას მას თავში მოუვიდა აზრი, რომ მიზიდულობის ძალა, რომელიც ხიდან ვაშლს აგდებს მიწაზე, შეზღუდული კი არაა დედამიწიდან რაღაც მანძილზე, არამედ გაცილებით მეტი არეალი აქვს სამოქმედოდ”. სერ ისააკ ნიუტონი, გარდა მეცნიერული შრომებისა, დაინტერესებული იყო ბიბლიითაც და დიდი დრო მიუძღვნა მისი უძველესი ხელნაწერების კვლევას. მისი განცხადებით, წმინდა წერილს ღვთის სიტყვად მიიჩნევდა და ყოველდღე სწავლობდა მას. 614 4-ს მოსწონს
|