სხვა რით განსხვავდება ბრძენი ქალი ჭკვიანისგან 2015, 30 მაისი, 10:35 რამდენი რამ გვსმენია ქალის შესახებ და რამდენი ტიპის არ არსებობს ეს უკანასკნელი, თუმცა უპირველესი, ვინ მოთვლის. დღეს რატომღაც ფიზიკურ კრიტერიუმებს უფრო ექცევა დიდი ყურადღება, რომელიც სხვა ყველა მის ნაკლს უსვამს ხაზს, თუმცა სილამაზეში არაა ბედნიერება. იმასაც ამბობენ ლამაზი ქალი უჭკუოაო და იშვიათობაა ამ ორი ნიჭით-სილამაზითა და ჭკუით დაგაჯილდოვოს ერთდროულად ბუნებამ. მხოლოდ ჭკუაც როდი კმარა, ერთ-ერთი რუსული ქსელის აქტიურმა მომხმარებელმა ადმინისტრაციას გაანდო საკუთარი მოსაზრება, თუ რა განსხვავებაა ჭკვიანსა და ბრძენ ქალს შორის და გადავწყვიტე თქვენთვის მეთარგმნა. მაშასადამე:
* * * ჭკვიანი ქალი- "ქმრის შეცდომას" მაშინვე იყნოსავს და უმალ შეახსენებს, რომ ამის შესახებ უკვე გააფრთხილა. ბრძენი ქალი- გვერდში დაუდგება, გაამხნევებს და საერთოდ არ შეიმჩნევს რომ მოხდა ცუდი რამ. * * * ჭკვიანი ქალი- ფინანსური კრიზისის დროს აიღებს ხელში მართვის სადავეებს და შეეცდება ქმარს ასწავლოს სწორად ცხოვრება. ბრძენი ქალი- ბრძნულად დაანახვებს ხსნის გზას და დაელოდება თავად მიაღწიოს კაცმა მიზანს. * * * ჭკვიანი ქალი- ბავშვს აუცილებლად ასწავლის მათემატიკას. ბრძენი ქალი- შეეცდება დაინახოს თითოეულ მათგანში მიზანი. * * * ჭკვიანი ქალი- სამსახურში შეეცდება იყოს ყველაზე უკეთესი და არ დაუშვას შეცდომები, ამიტომ კოლეგების უმრავლესობა მასთან იურთიერთობს დიდი სიფრთხილით. ბრძენი ქალი- კოლექტივში შექმნის სითბოსა და სიყვარულის ატმოსფეროს. * * * ჭკვიანი ქალი- მოზარდი შვილების პირად ცხოვრებაში ყოველთვის ჩაერევა და გასცემს რჩევებსა და რეკომენდაციებს, რათა დაანახოს მათ როგორია სწორად გაზრდა. ბრძენი ქალი- საშუალებას მისცემს შვილებს თავად მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება და ნებისმიერი სიტუაციის შემთხვევაში მათ გვერდით დადგება. * * * ჭკვიანი ქალი- ყოველთვის ეცდება წავიდეს დედამთილის მოთხოვნების წინააღმდეგ და იმოქმედოს საკუთარი მშობლების პრინციპებით ყოველგვარი ჩხუბის ფასად. ბრძენი ქალი- დედამთილს გაუღიმებს, მთელი ყურადღებით მოისმენს მის რჩევებს, დაეთანხმება ყველაფერზე, თუმცა მაინც ისე მოიქცევა, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და თანაც ამას გააკეთებს დიდი სიყვარულით. * * * ჭკვიანი ქალი- შეეცდება შეცვალოს ირგვლივ ყველა და მთელი სამყაროც. ბრძენი ქალი- კი შეიცვლება თვითონ და ყველას მიიღებს ისეთს, როგორებიც არიან. * * * ჭკვიანი ქალი- ფიქრობს, რომ ბედნიერია ის, ვინც მართალია. ბრძენი ქალი- კი ფიქრობს, რომ მართალია ის, ვინც ბედნიერია. ამ ყოველივეს შემდეგ კი მინდა ქალზე ლამაზი ჩანახატით დავასრულო დღევანდელი ჩემი სტატია: "ქალი სულით უმანკოა… ცხოვრებით ხშირად მანკიერი… ქალს კლავს უიმედობა, უსიყვარულოდ ყოფნა და უაზრობა… ის ყოველთვის უჩვეულოა… ამოუცნობი… და თანაც ყველაზე ურცხვი... ქალი არ არის მარტო ქალი… ის არის ხშირად აზრიც... ბუნების, ცხოვრების ფიქრების, წამების აზრი… ის არის ყოველთვის ყველაფერზე მეტი… ქალის სიწმინდე და პატიოსნება შეუბღალავია, და თუ შეიბღალა მაშინ ის ყველაზე ბოროტია… ქალი კეთილია, მაგრამ ყოველთვის საეჭვოდ „კეთილი“... ქალი ხანდახან ძლიერია, ხანდახან სუსტი, რაღაცნაირად დამანგერველი ძალის მატარებელი… ქალი ვარდია… ყველაზე ეკლიანი ვარდი… ქალი ხშირად ანგელოზია, კიდევ უფრო ხშირად ეშმაკზე უფრო დიდი ეშმაკი... ქალი მოტაცებული წამია… ქალი ბავშვია… ქალი ოცნებაა.. დადაღული და ფაფარაშლილი… ქალი ჩაგვირისტებული სიცოცხლეა.. დიადი და გალაღებული…. მას ძალუძს ცვლილება.. კიდევ უფრო ხშირად დამღუპველი ცვლილება“, ქალი ამქვეყნად გმირია… ყველაზე დაუცველი ყველაზე უმწეო გმირი… ქალი ერთდროულად არის თასი და ხმალი… სიძულვილი და სიყვარული… მტერი და მოყვარე… ქალი მამაკაცების დამსახურებული პატივია…. ქალური ჭეშმარიტება ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სიმართლეა…. ყველა უდიდესი სიხარულიც ხომ მისგანაა… ისაა შემწირველი და უფრო ხშირად შეწირული... ქალი ძეწნაა ამაოებაში ჩაღვრილი… ეზოდან ეზოში გადარგული ხეა… ქალი ბოდვაა… ცხოვრების თავდავიწყებული ბოდვაა... ქალი გაშიშვლებული სიმართლეა…. ქალი ტალღაა.. ყველაზე ცისფერი ტალღა... ქალი ძლიერია… მეწყერივით ძლიერი… ნიაღვარივით წამლეკავი და კიდევ უფრო ხშირად წალეკილი…. ქალი ყველაფერია… ის უბრალოდ უბრალოებაა…. ქალი პოტენციური მკვლელია… ყველაზე ჩუმი… ნაზი… ლამაზი.. მკვლელი… ქალი ზმანებაა… მისი ნახევარი კაცის ღამეული სიზმარი… ქალი ამოხვნეშაა.. გაწირულის ლოცვაა და შემლოცველის თვალები… ქალი სიჩუმეში, სიცივეში დაოკებული ვნებაა… ქალი მომლოდინეა... ქალი თავადაა ლოდინი… ქალი კაცური ფანტაზიაა… ყველაზე სრულყოფილი მწველი და აუტანელი ფანტაზია.. ქალი აღუქმელი კისკისია. ქალი მონაა და ქალი ბატონია.. მაგრამ, ეს ყველაფერი ხშირად ზრაპარია…. კივილამდე მიყვანილი დუმილია… და ისევ ოცნებააა… აუხდენელი ჩაკირული და ატირებული ოცნება… ქალი დედაა… უსაზღვროდ ძლიერი დედა… ქალი ცოლია… .უსაზღვროდ შეყვარებული საყვარელი… ქალი ლექსია…. მამაკაცების გულიდან ამოხეთქილი ცეცხლია… გახურებული სიტყვების ნაჯახია… ქალი პატივისცემაა… დედაა… ღირსი თაყვანისცემისა… ცოლია… ღირსი განდიდებისა… იგია ყველაზე დიდი მოვალეობა წუთისოფელში…. ცოლია ყველაზე ახლო და ყველაზე ძლიერი მეგობარი… ცოლია ქალი, ქალია დედა…" 1333 18-ს მოსწონს |
"იმენნო" 100% სიმართლეა. :D