არქიტექტურა ათენის აკროპოლისი 2015, 28 მაისი, 2:03 ძვ.წ 5 საუკუნის შუახანებისთვის კლასიკური ხელოვნების განვითაარება ახალ საფეხურზე ადის. იწება ე.წ მაღალი კლასიკური სტილი. ამ პერიოდში ათენის დემოკრატის განვითარება თავის ზენიტს აღწევს, დგება პერიკლეს მმართველობის პერიოდი. ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ძეგლი ათენის აკროპოლისია. იგი ბერძენ-სპარსელთა ომის დროს მცირე ხნით აღებულ იქნა მტრების მიერ, დაიწვა და დაინგრა და სწორედ 5ს-ის 2 ნახევრის დასაწყისისთვის ათენელებმა გდაწყვიტეს მისი აღდგენა. მოწივიეს საუკეთესო ხუროთმოძღვრები: მნესიკლესი, იქტნოსი, კალიკრატესი.ხელმძღვანელად დაინიშნა უდიდესი ბერძენი მოქანდაკე ფიდეასი. მხატვრული ანსამბლი იწყებოდა ციხესიმაგრის კარების შემდეგ საზეიმო კარიბჭით ე.წ პროპილეით იგი წარმოადგენდა ორმარშიან კიბეს, გადახურულს სვეეტებიანი პორტიკით, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა დორიული და იონური ორდერის კოლონები შსასვლელის ერთ მხარეს იყო პინაქოტეკი (ხელოვნების საცავი) და ბიბლიოთეკი, ხოლო მეორე მხარესნიკე აპტეროსის მცირე ზომის ტაძარი. ნიკეოპტეროსი ააგო კალიკრატემ. ნიკე-აპტეროსის ტაძარი წარმოადგენს ე.წ ტაძრებს ანტებზე. ანტებია შვერილები და სწორედ ამ ორ ვიწრო მხარეს არის ეს შვერილები დაგვირგვინებული ოთხ-ოთხ სვეტიანი იონური ორდერის კოლონებით ტაძარი გამოირჩევა განსაკუთრებული მოხდენილობით და ამასთან ზომიერი და ჰარმონიული პროპორციებით. 1845 1-ს მოსწონს
|