![გალა-ფანი გალა-ფანი](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201505/2015052715161873242.jpg)
"გალათასარაის" რამდენიმე გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობა ირაღიდან სროლით აღნიშნა.
"გალათასარაიმ"
თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბეშიქთაშს" საკუთარ მოედანზე ანგარიშით
2:0 სძლია და 76 ქულით პირველ ადგილს უკვე ვერავინ წაართმევს.
"გალათასარაის" მე-20 საჩემპიონო ტიტული ფანებმა ისე აღნიშნეს, რომ ზეიმის ფოტოებმა თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტო მოიარეს.
რამდენიმე გულშემატკივარი ჰაერში ისროდა. დაზარებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.