x
image
მანჩო 777
ჩვენ, ქართველები....

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველას გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. დღვანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ რევაზ გიგაურის ერთი პატარა ნოველა, რომლის წაკითხვას ვერცერთი ნამდვილი ქართველი ცრემლების გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებს.


image


"ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:
- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!
- არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.
- რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.
- საქართველოში დაახლოებთ 4, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.
- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.
- დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.
დაგუგლა.
არის ჩუმად.
ხმას არ იღებს...
იყურება ფანჯარაში.
კიდევ დაგუგლა.
კითხულობს...
ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
- რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით:
- თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი:
- ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო...
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.
მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…"
R.Gigauri



15
37
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
37
  
2015, 27 მაისი, 17:47
მადლობა, გაიხარეთ:)
2015, 27 მაისი, 16:25
სტატია კი უმშვენიერესი იყო მანჩო.
2015, 27 მაისი, 16:23
ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის სამსახურში, მნიშვნელობა არა აქვს რა საქმეს ემსახურება. მხოლოდ პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს, ქვეყნის სამსახურს.

"დაიზრდებიან მაშინ როცა ეგენი დედა ბუდიანად აიგვებიან თავიანთი შთამომავლობით" - ეს სიტყვები კი გულის ამრევია.

თქვენ თუ არ გჯერათ ბატონო შაკო, სამაგიეროდ უმრავლესობას სჯერა. მოდის და მოვა ისეთი შთამომავლობა, რომელიც აუცილებლად ყველაფერს გამოასწორებს დროთაგანმავლობაში.
და თქვენი ცინიკური დამოკიდებულებით ნუ უწამლავთ სხვებს გონებას!
2015, 26 მაისი, 16:11
:დ:დ:დ ხოო ხოო :დ დიდი ხნის წინ მჯეროდა უაზრო ოპტიმიზმის რომ იბერია გაბრწყინდებოდა :დ
2015, 26 მაისი, 16:08
მესმის შენი..ვისაც გული შეტკივა საქართველოზე, ყველა ეგრე ფიქრობს, მაგრამ იმედი არასოდეს კვდება, ხომ იცი ?
2015, 26 მაისი, 16:03
არც გადავდივარ რაც სათქმელი იყო ის ვთქვი უკვე
2015, 26 მაისი, 16:02
შაკო, არ გვინდა ;პოლიტიკაში გადასვლა, ოკ? მე უბრალო ადამიანებზე ვლაპარაკობ, ბევრ კარგ ახალგაზრდას ვხედავ და მიხარია, რომ ასეთებიც მრავლად არიან დღეს.ხოლო სარეველ;ა მუდამ იყო და იქნება.
2015, 26 მაისი, 16:00
დაიზრდებიან მაშინ როცა ეგენი დედა ბუდიანად აიგვებიან თავიანთი შტამომავლობით თU არადა არც დაიზრდებიან კვიცი გვარზე ხტისო ხომ გაგიგია ?
2015, 26 მაისი, 15:59
შაკო, მე ეგრე არ ვფიქრობ..მწამს, რომ "კიდევაც დაიზრდებიან"..
2015, 26 მაისი, 15:58
და რა არის აქ კარგი ის რომ ცოცხლად გვამები ვართ ყველანაირად? ეგაა კარგი?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10