x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
5 წუთიანი ვარჯიში თქვენი სხეულის ჯანმრთელობის გარანტიაა- ნუ დაზარდებით
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. უახლესმა ტექნოლოგიებმა და გარდაქმნილმა საგნებმა თუ ნივთებმა ჩვენი ცხოვრება "კომფორტით" უზრუნველყო, რაც ორ სხვადასხვა დროს შესწრებული ადამიანისთვის ადვილი შესამჩნევია. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ ბევრ თქვენგანს მათი შემოქმედება აღარც აოცებს. დამეთანხმებით, რომ დღეს უამრავ კრეატიულ, უჩვეულო თუ სასარგებლო ნივთს ვაწყდებით ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც უფრო გვიადვილებს და გვილამაზებს ყოფას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უწინ არ იყო ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი თუ სხვა ისეთი აუცილებელი ნივთები, რომლებზეც დღეს ძალიან ვართ დამოკიდებულნი, - იყო ჯანმრთელობა, რაზეც ეხლა ვეღარ დავიკვეხნით.


თუმცაღა, არ შემიძლია არ ავღნიშნო ის, რომ ტექნიკის განვითარებისა და პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა დაავადებათა რიცხვი, კერძოდ კი დღის განსაზღვრული და დიდი დროის მანძილზე ტელევიზორთან ჯდომა, რომელსაც უკვე დისტანციური გადამრთველი, ე.წ. "პულტი" ახლავს, ხელს უწყობს ჩვენს უმოძრაობას, რაც ორგანიზმის მოდუნების საწინდარია. კომპიუტერი კი, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია სახლის პირობებსა თუ სამსახურში, იწვევს ხერხემლისა და თვალის დაავადებებს, დამოკიდებულებას და მოქმედებს უარყოფიტად ნერვულ სისტემაზე. დღევანდელ სტატიაში კი მინდა შემოგთავაზოთ ვარჯიშის მარტივი და მეტად ეფექტური მეთოდი, რომელიც შეიმუშავა იაპონელმა ექიმმა Fukutsudzi-მ და ნამდვილად დაგეხმარებათ მოშვებული მუცლის მოშორებასა და ჩონჩხის ბუნებრივ პოზიციაზე დაბრუნებაში. სწორედ ამ მარტივი ვარჯიშით შეძლებთ თქვენი სხეულის კონტური შეცვალოთ და გამოაჯანსაღოთ.


აი როგორ მოვიქცეთ:



image




1. "რულონად" გადაახვიეთ პირსახოცი, რომლის სიგრძე იქნება არანაკლებ 40 სმ-სა, ხოლო სისქე კი არანაკლებ 10 სმ-სა და იმისათვის, რომ ამ მდგომარეობაში გაჩერდეს, შევკრათ კანაფით. (ან რითაც მოგესურვებათ)


2. პროცედურის გამოსაყენებლად გამოიყენეთ მყარი ზედაპირის "კუშეტკა", ფიტნეს ხალიჩა ან მასაჟის მაგიდა.


3. წამოწექით პირსახოცის "რულონზე" ისე, რომ მას მხოლოდ ქვედა წელი შეეხოს- ჭიპის ირადიაციით. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ ვარჯიშში.


4. ფეხები მაქსიმალურად გაასწორეთ და გაჭიმეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ ცერა თითები შეახოთ, ხოლო ქუსლები ერთმანეთისგან 25 სმ-ის მოშორებით იყოს.


5. ხელები დააწყვეთ თავის გასწვრივ ისე, რომ ცერა თითები მოაქციოთ ქვევით და ნეკა თითები კი ზევით მდგომარეობაში ერთმანეთს შეახოთ.


6. ამ მდგომარეობაში გაჩერდით არანაკლებ 5 წუთისა.


7. ვარჯიში შეწყვიტეთ ძალიან ფრთხილად, ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების გარეშე.



P.S: ფოტოს დააკვირდით და უფრო გაგიმარტივდებათ ამ ყოველივეს აღქმის უნარი. ნუ დაზარდებით ვარჯიშს, რომელიც ასე ცოტა დროს მოითხოვს და საოცრად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. კეთილი სურვილებით გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ.



6
720
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
720
  
2015, 26 მაისი, 22:29
კარგია მომეწონა
2015, 26 მაისი, 11:53
მადლობა გიო ;)
2015, 26 მაისი, 11:51
კარგი და სასარგებლო სტატია
2015, 26 მაისი, 10:40
მეც ეგ ვიფიქრე, დღეიდან უნდა შევუდგე :)
2015, 26 მაისი, 10:38
კარგია..გამომადგება
0 1 6