სხვა მათ მაკდონალდსის ბურგერი ჩადეს ყუთში, რომელიც 20 წლის შემდეგ გახსნეს 2015, 25 მაისი, 18:14 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თქვენ გიყვართ ხომ მაკდონალდსის ბურგერები? - მეც მიყვარს ჩიზბურგერი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს საკვები მავნეა და არაჯანსაღი ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით ცუდი ფაქტი კი ის არის, რომ მხოლოდ საკუთარ კი არა პატარა ბავშვების, შვილების ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდებით და ბავშვობიდანვე ვაჩვევთ არასწორ კვებას. უჰ კარგია ბურგერები, რა სჯობია, ყოველთვის შურით ვუყურებ ხოლმე, სერიალ ''ზებუნებრივში'' დინი როგორ გემრიელად მიირთმევს სხვადასხვა სასადილოებში ათასგვარ ბურგერებს და ვფიქრობ რატომ არის ჩვენს ქალაქში ასეთი მწირი არჩევანი, ხომ შეიძლება მაკდონალდსის, ვენდისის, ელვისის გარდა სხვაგანაც, ჩვეულებრივ კაფეებში თუნდაც, გვქონდეს ჯანსაღი ბურგერების დაგემოვნების შესაძლებლობა. მაგრამ პრობლემა აქ ისევ ხალხშია, მაკდონალდსს ისეა შეჩვეული და დამონებული, არც კი გაიხედება რაღაც სხვა ბურგერზე და ისევ იგივეს არჩევს. ამიტომ პირველ რიგში დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო. 80 1-ს მოსწონს
|