x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
"ბიძინას ანტენას" + გამგებელი+ პოლიცია= ქართულ დემოკრატიას

image როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, რეგიონებში სატელიტური ანტენები მონტაჟდება.ჰოდა მინდა მოგიყვეთ თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით, ჩემი სოფლის მაგალითზე.

დილიდან გამოცოცხლდა იმერეთის ერთ-ერთი სოფელი, ახმაურდა ქუჩა.მიკროავტობუსთან, რომელიც ანტენებით იყო სავსე, ჯერ ერთი მსურველი მივიდა, შემდეგ მეორე და ცოტა ხანში დამონტაჟების პროცესიც დაიწყო."ბიძინას ანტენებს" კვალდაკვალ მოყვა სოფლის გამგებელი და დეპუტატი.გამგებელი ხალხს მოძღვრავდა-ხომ არ გგონიათ ეს უფასოდ გირიგდებათ, ერთი წლის შემდეგ ფული უნდა გადაიხადოთო, ისე ემოციურად ამბობდა თითქოს ფულის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა...გამგებლის "მინი ლექცია" ხალხისთვის დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა, მაგრამ პოლიციის მანქანის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.ის ვინც ბედნიერი გამონაკლისია და მუშაობს, სასწრაფოდ მოითხოვა ანტენის ჩამოხსნა და უკან წაღება. ....რას იზამ, ხალხი შეშინებულია...ჩემი ერთი მეზობელი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, ისე შეშინდა პოლიციის გამოჩენაზე, მგონი 37 წელი ეგონა და რომ დაიმალა ორი საათის შემდეგ, ოჯახის წევრებმა ძლივს მოძებნეს.ხალხის ნაწილი კი ანტენის დამონტაჟებას ისეთ ადგილას ითხოვდა, რომ არ გამოჩენილიყო და არავის შეენიშნა.

მოკლედ, შიში ოხერია, მაგრამ მეც კაი ოხერი ვარ და საერთოდ არ მეშინია.თან ჩემი სახლი ზუსტად ცენტრში დგას და ეს ანტენა ისე ლამაზად და გამომწვევად მოსჩანს, მგონი "პატრული ბიძიას" სტუმრობა არ ამცდება...

2
88
1-ს მოსწონს
ავტორი:კაპარჩხანა
კაპარჩხანა
88
  
2013, 9 სექტემბერი, 0:57
როგორ დაწვრილმანდა ხალხი.ოგონდ რამეს გამორჩეთ სხვას და მზად ხართ ფეხი აულოკოთ ბორია(ბიზინა) ივანაშვილს.საცოდავებო
2012, 1 ივნისი, 14:36
ნუ გეშინია, იდგეს ის ანტენა,მომავალში იმის მაინც არ შეგრცხვება, ვიღაცამ როგორ დაგაშინა... შეშინებული და უპრინციპო ადამიანი ძალიან ცოდოა...
0 1 2