სხვა ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! ( მეორე ნაწილი) 2015, 21 მაისი, 10:47 სტატიის პირველი ნაწილი საკმაოდ ბევრს მოეწონა და ბევრი მნახველიც ჰყავდა.
მეორე ნაწილის გამოშვება ცოტა არ იყოს დამიგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე
არასდროს.
ახლა ვნახოთ საინტერესო ცნობართა კრებულს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოსადეგია: პომიდვრის მარტივად გაფრცქვნისთვის საკმარისია 10 წუთით მდუღარე წყალში ჩავდოთ და დაველოდოთ. თუ გინდათ რომ მარწყვის ჯემს ან სხვა რომელიმეს ძირში შაქრიანი არ დარჩეს ან დახუფვის შემდეგ შაქარი არ მოიკიდოს, მაშინ ადუღების პროცესში აუცილებლად ერთი ნაჭერი ლიმონი ჩააგდეთ. ყავის ყუთში თუ ჩააგდებთ ორ მოჭრილ შაქარს, მაშინ თქვენი ყავა უფრო გემრიელი და მარადიული იქნება. დაიმახსოვრეთ, ყველის დაჭრისას არასდროს ხელით არ შეეხოთ, რადგან ბაქტერიების 85 % ხელიდან გადადის ყველზე. თუ გაგერღვათ "კალგოტკის" რაღაც მონაკვეთი, მაშინ მაგ მონაკვეთზე დაისხით თმის სპრეი და ერთი საათის შემდეგ ჩაიცვით. ცდის შემდეგ მიხვდებით თუ რა შედეგი ექნება. შეგიძლიათ კიბე შეღებოთ და გამოიყენოთ ის როგორც თარო. თქვენი საყურეების და სამაჯურების შენახვის ახალი მეთოდი განივი, ზოლიანი ტანსაცმელები ადამიანს უფრო მსუქანს აჩვენებს. გაგიტყდათ პომადა? მისი შეკეთება შესაძლებელია ასანთით. ტელეფონის დამუხტვა უფრო უსაფრთხოდ! სიცილი ამცირებს სტრესულ ჰორმონებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. 6 წლამდე ბავშვი საშუალოდ დღეში 300 -ჯერ მაინც იცინის, ხოლო მოზარდებში ეს ციფრები თითქმის განახევრებულია. ფეხსაცმელების ყუთებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ უჯრა თქვენთვის. მარტივი გზა, ჩვენი ფრინველი მეგობრების გამოსაკვებად. ფეხსაცმელის გასაწმენდად უკეთესია გამოიყენოთ კბილის პასტა, ვიდრე ძვირიანი ფეხსაცმლის საწმენდები. კოკა-კოლის ბოთლისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ქოთანი მარტივად თქვენი მნიშვნელოვანი ფაილების დასაცავად უკეთესია გამოიყენოთ კარდონის ნაჭერი. დაორთქლებისგან დაცული იქნება. თუ მობილურ ტელეფონს დააყენებთ ფრენის რეჟიმზე, მაშინ თქვენი ტელეფონი შედარებით უფრო მალე დაიმუხტება. თუ ყავის მადუღარა ვეღარ ადუღებს ძველებურად გემრიელ ყავას, მაშინ მადუღარა გარეცხეთ რამოდენიმეჯერ ძმრის და წყლის ნარევით. რამოდენიმე ხანში ძველებურად გემრიელ ყავას მუგიდუღებთ ისევ. ბავშვები როდესაც გაიზრდებიან, ბავშვების საწოლი არ გადააგდოთ, რადგან ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვების საწერ მაგიდად! თუ გაქვთ გრიპი და "გაგეჭედათ" ცხვირი..... მაშინ აიღეთ მარილი და ჩაასხით წყალში, მარიალიანი წყალი ცხვირში ჩაისუნთქეთ და შემდეგ უკან "გადმოანთხიეთ". ცხვირი გაგეხესნებათ და შეძლებთ კომფორტულად სუნთქვას. ეს იყო რისი გადათარგმნაც შევძელი, იმედია გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რომელიმე მათგანი. 9543 23-ს მოსწონს
|