28 წლის ჩინელ ჰუ ჯიანს მეორე მშობიარობის შემდეგ უიშვიათესი დაავადება შეეყარა და 40 წლით დაბერდა. კოშმარი ბავშვის დაბადებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყო და რამდენიმე წელი გაგრძელდა.
ქალი ისე სწრაფად დანაოჭდა, რომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ვერ მოასწრო. ამ უნიკალური შემთხვევით შოკირებულები არიან ექიმები. ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მსგავსი დაავადების მეათე შემთხვევაა მსოფლიოში.
ქალს სარკეში ჩახედვა აღარ უნდა, ემალება ქმარს, შვილებს და რაც მთავარია, ექიმებიც ვერაფერს შველიან.