x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იყავი ტანწერწეტა-"სუხიშვილების" დიეტა
image


როგორ დავიკლოთ და შევინარჩუნოთ წონა?! ამ პრობლემის წინაშე ბევრი ადამიანი დგას, განსაკუთრებით ქალბატონები. ყოველ ორგანიზმს ინდივიდუალური კვების რაციონი სჭირდება. უარი ტკბილეულს, ცომეულს, შემწვარსა და მოხრაკულებს, მზა პროდუქტებს-ეს ყველა ჩვენგანმა იცის, თუმცა ზოგადი წესების მიხედვით წონაში კლება ნამდვილად რთულია. სახლშიც ყოველთვის მოიძებნება აკრძალული პროდუქტი, რომლის ცდუნებასაც ვერ ვუძლებთ. image

ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სუხიშვილების დიეტა, რომელსაც მოცეკვავეები ხშირად მიმართავენ. ძველი თაობის დიეტა უფრო მრავალფეროვანია, დღეს კი მოცეკვავეები კაბალურ პირობებს და სწრაფ შედეგს ირჩევენ.

სუხიშვილების უფროსი თაობის დიეტა ასე გამოიყურება.

პირველი დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. მინერალური წყალი


მეორე დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. მინერალური წყალი

მესამე დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. მინერალური წყალი

მეოთხე დღე: 1, 5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. მინერალური წყალი

მეხუთე დღე: 1, 5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. მინერალური წყალი

მეექვსე დღე: 1, 5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. მინერალური წყალი

მეშვიდე დღე: 1, 5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ.მინერალური წყალი

მერვე დღე: 1, 5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ. მინერალური წყალი

მეცხრე დღე: 1, 5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ. მინერალური წყალი

დიეტის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ არაფერი გარდა ზემოჩამოთვლილი პროდუქტებისა, მათ შორის არც ჩაი და ყავა. მეათე დღისთვის კი გარანტირებული გაქვთ 7-8 კილოგრამის მოკლება.


სუხიშვილების ახალი თაობის დიეტა

მაწონი 0, 5 ლ

ხსნადი ყავა 1 ს/კ

თაფლი 1 ს/კ

არაყი ან კონიაკი 1 ს/კ

შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს და მიიღეთ მთელი დღის მანძილზე მაქსიმუმ 6 დღის განმავლობაში.

image

3
40120
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
40120
  
2016, 10 ივლისი, 17:54
მინერალურ წყალში ნაბეღლავი და მსგავსი სასმელი იგულისხმება თუ უბრალოდ წყალი
2015, 21 მაისი, 11:59
ნამდვილად...დატვირთული რეჯიმი აქვთ
2015, 20 მაისი, 13:50
პლუს ესენი საათობით ვარჯიშობენ :))
0 1 3