„ეს იქნება ძალაინ დიდი შოუ, ვაკეთებ იმას რაც შესაძლოა გამიკეთებია ადრე, მაგრამ არა სახალხოდ და ასეთ ამპლუაში, ასთი ვერ წარმოუდგენივარ ალბათ ხალხს“- განაცხადა „ბრავომდე“მარიამ საჯაიამ.
პარლამენტის წევრმა დარბაზის გაოცება ნამდვილად შეძლო, მის სექსუალურ ცეკვასა და ჩაცმულობას დარბაზი ოვაციით შეხვდა.
„მე თუ კი ვინმე პარლამენტარი ქალი მინახავს, მარიამი არის ყველაზე სექსუალური ქალი პარლამენტარი მსოფლიოში“- განაცხადა სტეფანემ.
სექსუალურობასთან ერთად მარიამმა დარბაზი სიმღერითაც მოხიბლა. თუმცა, ექსპერტების განსჯის საგნად სიმღერაზე მეტად პარლამენტარის ტყავის სამოსი იქცა.
„ერთი წამით რომ წარმოიდგინოთ რა მოხდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარიამი ასე ჩაცმული რომ მოვიდეს“? -განაცხადა ბრავოში ექსპერტის სტატუსით მყოფმა ხათუნა გოგორიშვილმა.
„სესიებზეც რომ ასე იაროს პარლამენტის სხდომებს ძალიან დიდი რეიტიგი ექნება“- დაეთანხმა გიორგი მოსიძე.
„არაჩვეულებრივი იყო, პარლამენტში აუცილებლად ასე უნდა გამოხვიდე, მე სიამოვნებით დავამატებდი ერთ მათრახსაც“ - იზრუნა გეგამ პარლამენტარზე.
კი, ეს აქსესუარი აკლია და სრული კომპლექტი იქნება ზოგ-ზოგიერთებისთვის -დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილი.