სიმღერა გენოციდზე. მომგებიანი გამოსვლა თუ მოუნელებელი გულის ტკივილი?
2015, 19 მაისი, 5:24
სიმღერა, რომელიც სომხეთი წარსდგება ევროვიზიაზე, თავდაპირველად შემდეგი სათაურით იყო 'Don't deny' რაც ნიშნავს არ უარყო. სიმღერის სახელი ძალიან პოლიტიკური რომ არ ყოფილიყო, შესაბამისად შეუცვალეს დასახელება 'face the shadows.'
სიმღერის პრემიერა 12 მარტს გაიმართა. სიმღერის მუსიკა დაწერილია არმენა მატიროსიანის მიერ, ხოლო ტექსტი კი - ინა მაკარაჩიანის მიერ.
ასევე 12 მარტს გახდა ცნობილი ჯგუფი Genealogy-ის მეექვსე წევრის ვინაობა. ის არის სომეხი მომღერალი ინგა არშაკაიანი.
სომეხთა გენოციდის 100 წლის თავთან დაკავშირებით აღსანიშნავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ჯგუფი Genealogy-ის მონაწილეები.
შემდეგი შემადგენლობით შეივსო ჟგუფი:ფრანგი მომღერალი სომხური წარმოშობით ელსაი ალტუნიანი, მომღერალი ამერიკიდან თამარ კაპრელიანი, ეთიოპიელი მომღერალი ვაჰე ტილბიანი, აზიის წარმომადგენელი სტეფანი ტოპალიანი და ავსტრალიის საოპერო მომღერალი მერი-ჯინ ო'დოჰერტი (ვასმატზიანი) და სომხეთის მომღერალი ინგა არშაკაიანი.