შოუბიზნესი ეკა კვალიაშვილის მორიგი მუქარა: "მე აქ გამჩერებელი აღარ ვარ!" მომღერალი ქვეყნის სკანდალურად დატოვებას გეგმავს? 2015, 18 მაისი, 23:52
მომღერალი უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე დღის წინ ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერზე წერდა: "მე, ეკა კვალიაშვილი, ვაცხადებ, ტელევიზიით, გაზეთით, აპარატში ზარით, მოვითხოვე შეხვედრა ბატონო პრეზიდენტო თქვენთან, ნუ მომაყენებთ შეურაწყოფას თქვენი უყურადღებობით! თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ, თუ რატომ ვითხოვ ასე დაჟინებით თქვენთან საუბარს, თუ კი თქვენ მართლა ხართ ამ ქვეყნის პრტეზიდენტი და ასეთად მიგაჩნიათ თავი, მე ამ ქვეყნის ერთ ერთი სერიოზული სახე, და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას, თან სასწრაფოდ. მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ. მეგონა თქვენ შეგნებით მაღლა იდექით, მე იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო ეს მოთხოვნა! მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, ბბს, სნნ, და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდენბულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო. პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ? ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!" როგორც ჩანს პრეზიდენტი მომღერალს დღემდე არ შეხვედრია. ეკა კი დღემდე ელის ქვეყნის ერთ-ერთ მმართველ პირთან ვიზიტს: "მორჩა, ნადვილად, მყარად და აზრის შეუცვლელად გადავწყვიტე, მე აქ გამჩერებელი არა ვარ!!! და როგორი სახით დვტოვებ სქრთველოს, უფრო გამყრდა ეს აზრი და გადაწყვეტილება ჩემში, მაგრამ, ჯერ ვისაც ასე დაჟინებით ვთხოვ შეხვედრას, შემხვდეს, აუცილებლად შემხვდეს, მთავარს, ყველაზე მნიშვნელოვანს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეტყვით ბატონო პრეზიდენტო!!!". ეს ყველაფერი როდია. როგორც ჩანს მომღერალილოდინმა უკვე დაღალა. "ბოლოს და ბოლოს, რას გვიმტკიცებთ, რომ მაგრები ხართ? რომ არაფრად გვაგდებთ? რა ახსნა აქვს ამ მოქმედებას, კეთილი და პატიოსანი, მაშ ნურავის ეწყინება, თუ მათაც არაფრად ჩავაგდებ.პატივისცემით ეკა კვალიაშვილი, ჩემგანაც არაფერი გეწყინოთ..."-დასძენს ეკა. 284 3-ს მოსწონს
|