x
image
თათანიკა
სელებრითების ყველაზე სკანდალური სცენები თვითმფრინავში

სანამ "აეროფლოტის" სამმართველო არკვევს ვიქტორია ლოპირევას დაუვიწყარ ისტორიას და წყვეტს ჩასვას ცნობილი მოდელი შავ სიაში თუ არა, მოდით წარმოგიდგენთ აწ ამ გზა განვლილ სელებრითების ლამაზ ისტორიებს.

imageდავიწყოთ ნაომი კემპბელით. ცნობილი მოდელი 2008 წელს ლონდონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. ინციდენტის ისტორია ასე დაიწყო, ჯერ კიდევ აფრენილი არ იყო თვითმფრინავი, როდესაც კემპბელმა აღმოაჩინა, რომ თავისი ერთ-ერთი ჩემოდანი არ იყო ბორტზე ატვირთული. სუპერმოდელის განრისხებამ ლაინერზე მყოფი ხალხი შოკში ჩააგდო. ნაომი შეურაცხყოფას აყენებდა გამცილებლებს და მოითხოვდა, რომ კაპიტანი გამოსულიყო თვითმფრინავიდან და სასწრაფოდ მოეძებნა მისი ბარგი. როდესაც დაცვის სამსახური ავიდა ლაინერზე, რათა გამოეყვანათ კანონის დამრღვევი, სუპერმოდელმა ჩხუბი და ფურთხება დაუწყო მათ. პოლიციას სხვა გზა არ ჰქონა, გარდა იმისა, რომ ცნობილ მოდელზე ხელბორკილები დაედოთ და ძალით გამოეყვანათ. კონფლიკტმა ორსაათიანი რეისის შეჩერება გამოიწვია, რის შემდეგაც ნაომი კემპბელმა აღიარა პოლიციის ორ წევრზე თავდასხმა. მას მიესაჯა 200 საათი საზოგადო სამუშაო და 2300 GPB ჯარიმა.




image

იმავე წელს მსახიობმა ჟერარ დეპარტიემ დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქა პარიზი - დუბლინისკენ ლაინერზე მიმავალ მგზავრებს. მსახიობის თხოვნაზე, რომ შესულიყო საპირფარეშოში, გამცილებელმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ აფრენისა და გარკვეული სიმაღლის აღების შემდეგ შეეძლო საპირფარეშოს სტუმრობა, რადგან მხოლოდ მაშინ მოეხსნებოდა ბლოკი კარებს. თუმცა, დეპარტიემ თავად გადაჭრა პრობლემა: ის სალონის ბოლოში წავიდა და მოშარდა ბოთლში შოკში მყოფი მგზავრების თანდასწრებით. შედეგად რეისი 2 საათით გადაიდო: ჯჟრარ დეპარტიეს დაატოვებინეს თვითმფრინავი, ხოლო გამცილებლებს მოუხდათ საგანგებოდ დასვრილი ხალიჩის გაწმენდა.


image

2011 წელს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი, აკექ ბოლდუინი ჩამოაბრძანეს ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავიდან, რომელიც ლოს ანჯელესიდან ნიუ ორკში მიფრინავდა. კონფლიქთტი დაიწყო გამცილებელსა და მსახიობს შორის მობილური ტელეფონის თამაშის გამო, Words With Friends. გამცილებელის თხოვნაზე, გამოერთოთ მობილური მოწყობილობები, მსახიობს ყურიც კი არ გაუბარტყუნებია. ხოლო გამცილებლის დაჯინებულმა მოთხოვნამ ბოლდუინი წყობილებიდან გამოიყვანა, რამაც მსახიობის გაუკონტროლირებადი აგრესია გამოიწვია. ის შეეცადა შევარდნილიყო პილოტის კაბინაში, გზადაგზა ყველაფრის წალეკვით, უბრახუნებდა კედლებს და ბილწსიტყვაობდა. ეკიპაჯის გადაწყვეტილებით, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დატოვება ძალიან საშიში იყო, ასე რომ გამცილებლები დაეხმარნენ მსახიობს ლაინერის დატოვებაში. თუმცა, აღელვებულმა მსახიობმა შემდეგივე რეისით შეძლო ნიუორკში გაფრენა.




image

ნამდვილი ვარსკვლავის მწყობრიდან გამოყვანა მარტივი საქმეა. 1998 წელს ჯგუფი Oasis -ის ვოკალისტი, ლაიმ გალეხერი იმდენად შეძრძწუნდა ლანჩის დროს მორთმეული ფუნთუშის ფორმით, რომ მან ნამდვილი ბუნტი მოაწყო ლაინერზე. განწირულ მგზავრებს სხვა რა გზა ჰქონდათ, რომ არ ესმინათ ჯგუფის მუზარაზე ეკიპაჯის მიმართ. ასევე ისინი განუწყვეტლივ ეწეოდნენ და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ გამცილებლებს. რაღაც მომენტში, პილოტი მზად იყო შეეცვალა რეისის მიმართულება, რათა მალევე ჩამოესვათ ისინი. ამბავი შემდეგით დასრულდა: ავიაკომპანიამ Cathay Pacific-მა სამუდამოდ შეიყვანა Oasis-ის ჯგუფი შავ სიაში.





0
265
შეფასება არ არის
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0