x
SES-ის და Samsung-ის ერთობლივი პროექტი

imageკომპანია SES-მა და სამსუნგ ელექტრონიკსმა პირველი DVB გადამცემის პრეზენტაცია დაანონსეს, რომელიც მაღალი დინამიური UHD TV დიაპაზონის გადაცემას შეძლებს.
პრეზენტაცია SES-ის ყოველწლიური ინდუსტრიული დღეების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც 2015 წლის 6-7 მაისს ლუქსემბურგში გაიმართა. კონტენტი გადაიცემა პირდაპირ SES-ის თანამგზავრზე Samsung SUHDTV გამოყენებით და Hybrid Gamma (HDR) ტექნოლოგიის მეშვეობით.
სპეციალისტების აზრით, პრეზენტაცია კიდევ ერთი მიღწევა იქნება Ultra HD მაუწყებლობისთვის. ეს არის ახალი შესაძლებლობა ინდუსტრიისთვის მაღალი დინამიური UHD TV დიაპაზონის სერვისი გამოიყენონ DVB სამაუწყებლო ქსელისთვის. მომავალი თაობის დისპლეებისთვის შესაძლებელი იქნება ერთდროული მაღალი ხარისხის UHD TV სერვისის UHD Phase 1-ზე გადაყვანა ბაზარზე.
„HDR საგრძნობლად გაზრდის მომხმარებლის მიერ ტელევიზორით დაინტერესებას მომავალში, “ – ამბობს ტომას ვერდე, SES-ის ვიცე პრეზიდენტი. „დანერგილი HDR ტექნოლოგია უნდა იყოს თავსებადი მომხმარებლების სახლში უკვე არსებულ DVB
UHD 1 Phase 1-ის მქონე ტელევიზორებისათვის“.
SES-ი და Samsung-ი ASTRA-ს სატელიტური მაუწყებლობის სისტემის გამოყენებით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზემოაღნიშნული თავსებადობა დღესდღეისობით მიღწეულია.“ „Samsung-ი მოხარულია, რომ მონაწილეობას იღებს სამაუწყებლო ინდუსტრიისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმაში“ - ამბობს ჯონ ადამი, Samsung-ის ბიზნესის განვითარების და სამრეწველო საქმიანობის სამსახურის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთში. „UHD TV მომსახურების მიწოდება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ UHD Phase 1-ის ტელევიზორების მზარდი ბაზრის განვითარებას, არამედ ასევე იქნება დიდი გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რომლებიც ინვესტიციას დებენ ახალი თაობის ტელევიზორებში; Samsung-ი მხარს უჭერს BBC-ის კვლევას და ადასტურებს, რომ HDR ტექნოლოგია არის ჩვენი საერთო ძალისხმევის ნაწილი რომელიც მიმართულია საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მიღებაზე UHD TV-ის სფეროში.“

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0