x
სექსის სკოლა ყირგიზეთში

როდესაც რახატ კენჟებეკმა ყირგიზეთში გახსნა პირველი სექსის სკოლა სამი წლის წინ, მაშინ ის დარწმუნებული არ იყო, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება, რადგან თემა ტაბუირებული გახლდათ საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ დღეს ეს სკოლა 18-დან 66 წლამდე 150-მდე სტუდენტს ითვლის. ახლა კი დღის წესრიგში გაფართოების საკითხი დადგა, ''მეზობელ ყაზახეთში ფილიალი გაიხსნება, ამას ნამდვილად არ ველოდი, ''- აცხადებს დამფუძნებელი., - მინდოდა, შემექმნა ადგილი, სადაც ქალები თავიან ქალურობას განავითარებდნენ, რობოტული ცხოვრებისგან გათავისუფლდებოდნენ და გამოიღვიძებდნენ.
''ყირგიზეთში სექსუალურ თემებზე გახსნილად საუბარი დღესაც პრობლემას წარმოადგენს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ხალხი არ აღმოჩნდა მზად ღიად შეხვედროდა სექსუალურ თავისუფლეას.''- ამბობს ყირგიზეთში ერთადერთი ქალთა კრიზისების ცენტრის ხელმძღვანელი. უცხოური დონორების წყალობით 1998 წლიდან ამ ცენტრმა უამრავი ქალი იხსნა ოჯახური ძალადობისა და საპატარძლოების მოტაცებისგან. სექსში გაუთვითცნობიერებლობა შეიძლება იყოს დასაბამი უამრავი პრობლემისა ოჯახში, ისეთი როგორიცაა ძალადობა, ''- დასძენს ცენტრის დირექტორი.
''სექსუალური განათლება მისცემს ქალებს საშუალებას, გახდნენ კარგი ცოლები თავიანთი მეუღლეებისთვის, თავიდან აიცილონ ოჯახური ძალადობა და მეორე ცოლის შერთვა, თუმცა პოლიგამიის უკანონობისა, მრავალცოლიანობის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება ამ ქვეყანაში.- ამბობს კენჟებეკი, რომელიც თავად მუსლიმების ოჯახში გაიზარდა.
სექსის სკოლაში დიდი დრო ეთმობა პარტნიორის მასაჟისა და სექსუალური ფანტაზიის სპეციალურ კურსებს, ეს ეხმარება ქალებს ისწავლონ საკუთარი თავის სიამოვნება და პატივისცემა. კაცების ფიტნეს მწვრთნელი კი ყოფილი ბოდიბილლდერი ალექსანდ ნოვიცკია, რომელიც სტუდენტ მამაკაცებს ასწავლის, როგორ აიცილონ თავიდან პროსტატის კიბო, როგორ ასიამოვნონ ქალებს და იმ კუნთების გაძლიერებაში ეხმარება, რაც სექსის დროს გამოიყენება.
დღეს სკოლაში ხუთი მწვრთნელი, ერთი სოციალური მედიის მენეჯერი და ერთიც გაყიდვების მენეჯერი მუშაობს.
რადგან ეს საქმე ჩვენთვისაც ახალია, ვმუშაობთ ძველი ჩინური სიყვარულის ტაოსა და იაპონური გეიშას ახლებურ მეთოდებზე დაფუძნებული კონცეფციით, გვაქვს დამატებული ჩვენი იდეებიც.
სკოლის დამაარსებელი გარკვეული წლები ჩინეთის ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობდა, და მშობლოში დაბრუნებულმა იდეა მსგავსი ცენტრის შექმნისა ახლობლებს გაუმჟღავნა, რასაც მოჰყვა სკოლის დაარსება. გასულ შემოდგომას სექსის სკოლა გაიხსნა ყაზახეთის მეორე ქალაქ ალმაათაში, ხოლო ივნისში კი ასტანაში იგეგმება.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0