x
image
Ezhichok
რაზე მეტყველებს ნახატი, რომელსაც გაუაზრებლად ვხატავთ?

image

სხვადასხვა ფიგურები, რომლებსაც გაუაზრებლად ვხატავთ ტელეფონზე საუბრისას ან მოწყენილობისას, მხოლოდ "ნაჯღაბნი" არაა. ასეთ მომენტებში, ჩვენ ვადუნებთ ხელს და კალამს ვაძლევთ უფლებას ხატოს ის, რასაც ქვეცნობიერი უბრძანებს.


კაცუნები
თუ თქვენ ხატავთ პატარა კაცუნებს, ხშირ შემთხვევაში თავს გრძნობთ დაუცველად ან გინდათ თავი აარიდოთ რაიმე ვალდებულებას. როცა თქვენ ხატავთ კაცუნას სქემატურად(მხოლოდ ხაზების მეშვეობით) - თქვენი მდგომარეობა არაა სტაბილური, გსურთ ჩაიკეტოთ და არავინ მოუშვათ თქვენამდე.


ხელმოწერა
თუ თქვენ ყველაზე ხშირად ფურცელზე თქვენსავე ხელმოწერას ტოვებთ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პატივმოყვარე და ეგოცენტრიკი ხართ. თქვენ ძალიან ხართ საკუთარ თავზე ჩაციკლული.


კვადრატი, რომბი და სხვა გეომეტრიული ფიგურები
ნახაზი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ მიზანდასახული ხართ, ამასთანავე არ კარგავთ თვითკონტროლს და სიფრთხილეს.

წრეები
ჩაკეტილი წრე მიუთითებს, რომ თქვენ წმინდა პრინციპების ადამიანი ხართ, ხოლოდ გადაკვეთილი წრე მიუთითებს იმაზე, რომ მზად ხართ გამოწვევის მისაღებად.


ცხოველები
თქვენი დღევანდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ცხოველი დახატეთ ფურცელზე. მაგალითად, თუ დახატეთ ლომი, თქვენ ამაღლებულ ხასიათზე ხართ და თავი სხვებზე უკეთესი გგონიათ. თუ დახატეთ კურდღელი ან ციყვი, გსურთ ვინმემ დაგიცვათ.

სპირალები, ტალღოვანი ხაზები
სხვების პრობლემებზე არ განაღვლებთ და არ გაინტერესებთ. შესაძლოა მცირე კრიზისსაც განიცდით. ამ დროს აუცილებელია თავი ხელში აიყვანოთ და სძლიოთ თქვენს პრობლემებს.

გულები
გულების გადაკვეთა - ნაზი გრძნობებით ხართ სავსე. გსურთ მთელ მსოფლიოს მოეფეროთ. ნუ ითამაშებთ ცივი ადამიანის როლს, პირიქით, გამოხატეთ ემოციები.

ყვავილები, მზე, ღრუბლები
ეს ფიგურები მეტყველებენ იმაზე, რომ კმაყოფილი ხართ სიტუაციით, ამ შემთხვევაში ტელეფონზე საუბრით.

ხეები
ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული - დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს.

6
231
7-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
231
  
2015, 13 მაისი, 22:50
გაიხარე, მეც არ მჯეროდა ერთხელ ;))
2015, 13 მაისი, 22:49
მე სიყვარულის არ მჯერა :დ და ალბათ მაგიტომ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები
2015, 13 მაისი, 22:47
როგორ თუ რატომ, ვისაც თავი არ უყვარს ის სხვის სიყვარულს შეძლებს? მე ეჭვი მეპარება
2015, 13 მაისი, 22:42
ჰმ რატომ ?
2015, 13 მაისი, 22:41
ჩემი აზრით კარგია, როცა ადამიანს თავის თავი უყვარს ))
2015, 13 მაისი, 16:50
არადა არ ვარ ჩემს თავზე შეყვარებული :დ
0 1 6