x
image
K.P.
ვის გამოუტყდა ნინი ბადურაშვილი სიყვარულში: "ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის. მიყვარხარ და მეამაყები"
image
მომღერალი ნინი ბადურაშვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცნობადი ოჯახიდანაა, რასაც მომღერლის კარიერა ემატება, ამიტომაც საზოგადობა და შესაბამისად ჟურნალისტები მისით მუდამ ინტერესდებიან.

ნინი ბადურაშვილი ბაბუას, იმედო კახიანს დაბადების დღეს ულოცავს და სიყვარულშიც გამოუტყდა. "ჩემო ძვირფასო ბაბუ გილოცავ დაბადების დღეს! მინდა სულ ჯანმრთელს და ბედნიერს გხედავდე. მინდა გისურვო დიდხანს სიცოცხლე ჩვენთან ერთად! ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის!!! მიყვრხარ და მეამაყები"-წერს ნინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.image

იმედო კახიანი ყველასათვის ცნობადი და საყვარელი მსახიობი გახლავთ. ის 1937 წლის 12 მაისს სამტრედიაში დაიბადა. სკოლა თბილისში დაამთავრა, მოგვიანებით კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. იმედოკახიანის დებიუტი მისივე სტუდენტობის დროს შედგა, მან ფილმში "საბუდარელი ჭაბუკი" გოგიტას როლი შეასრულა. ნინის და იმედოს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მსახიობს წელს 78 წელი შეუსრულდა.image

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილი დაქორწინებული გახლდათ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა, წყვილი სკანდალურად დაშორდა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, პატარა ელენე. გოგონას ხათრით ურთიერთობა დაალაგეს, თუმცა შერიგებას გამორიცხავენ. ირაკლი ყურადღებიანი მამა გამოდგა. მას შემდეგ, რაც ელენე წამოიზარდა ის მამასთან და მის ნათესავებთან ერთად ხშირად საზღვარგარეთაც ისვენებსხოლმე.


ვულოცავთ ბატონ იმედოს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. image

0
221
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0