x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მარგველაშვილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს მანფრედ ვებერს შეხვდა.

მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტImage result for margvelashviliნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განხორციელებული რეფორმების, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება, იმისათვის, რომ ევროპული ინტეგრაცის სიკეთეები უფრო მეტად ხელშესახები გახდეს საქართველოს მოსახლეობისათვის. ქართულმა მხარემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მანფრედ ვებერის სრული მხადაჭერა მიიღო.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც.

გიორგი მარგველაშვილმა მანფრედ ვებერთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მის სამეფო უდიდებულესობას ბელგიის მეფე ფილიპსაც შეხვდება.

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0