x
მეტი
  • 20.10.2025
  • სტატია:141101
  • ვიდეო:350948
  • სურათი:514954
ნანკა კალატოზიშვილი ჭორებს უარყოფს

imageმსახიობი და ტელესახე ნანკა კალატოზიშვილი, როგორც ჩანს უკვე ვეღარ უძლებს ამდენ ჭორებს და თავად ალაპარაკდა. ჯერ იყო საუბარი, რომ ნანკა ირაკლი კეიდიას დაშორდა. წერდნენ, რომ ნანკა სიყვარულს მისტირის, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი ტყული აღმოჩნდა. ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ ნანკას სურდა ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ პროდუსერთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ამის გამო ვერ გამოვიდაო. ალბათგასაკვირი არ იქნება, რომ ეს უკანასკნელიც ჭორი აღმოჩნდა. ნანკამ იმაზეც ისაუბრა თუ რატომ აღარ ჩანს ეკრანზე და აღნიშნა, რომ დაიხურა ის გადაცემები რომელიც მას მიჰყავდა. ის მსახიობია და სადაც საჭიროა იქ ჩანს. ნანკამ ისიც თქვა, რომ სიმართლის დრო და ინტუიცია სადამდეც უნდა გაგრძელებულიყო იქამდე გაგრძელდა, მაგრამ მუსიკალური ლიგა და ფეის კონტროლი რატომ დაიხურა არ იცის. ნანკამ არ გამორიცხა ის, რომ ცეკვავენ ვარსკულავების მომდევნო სეზონში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით ეს შოუ მართლაც კარგი შოუა, ამ შოუში ადამიანს შეუძლია წარმოაჩინოს თავისი თავი სრულად. საქართველოში არ არის ის მასშტაბები, რომ ბევრი ვარსკვლავი გვყავდეს. ვარსკვლავები სხვანაირად ცხოვრობენ. ხალხი ქმნის ამ ვარსკვლავებს და მერე თვითონვე რატომ ერჩიან მათ, ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის. ბოლოს ნანკა კიდევ ერთხელ შეეხო მის და ირაკლი კეიდიას ურთიერთობას და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად არის. ისინი ხანდახან ერთმანეთს სცილდებიან ხოლმე, რადგან ხან ნანკა დადის გასტროლებზე და ხან ირაკლი კეიდიას მიემგზავრება ხოლმე თამაშებზე.

0
197
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0