x
image
K.P.
როგორ მოირგო ლელა მებურიშვილმა დედის ამპლუა და რა შეცვალა ალექსანდრემ მის ცხოვრებაში?

image
ლელა მებურიშვილი საქართველომ სერიალ "შუა ქალაქის" მეშვეობით გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობმა ხალხის სიყვარული მალევე მოიპოვა. ლელა მებურიშვილი ამჟამად სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშია" დაკავებული. მსახიობი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გათხოვდა. მისი რჩეული ბაჩო საგანელიძე გახლავთ. ის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დირექტორია, განათლება საზღვარგარეთ მიიღო.ბაჩო სასურველ სასიძოდ ითვლებოდა მთელ თბილისში.ჩემს გვერდით აუცილებლად კარგი კაცი უნდა მდგარიყო და ასეც არისო, განაცხადა მსახიობმა. როგორც გაირკვა ბაჩოს ლელას ნომერი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისაგან გაუგია და მანამ არ მოისვენა, სანამ სასურველი ქალბატონის გული არ დაიპყრო. წყვილს დიდი ქორწილი არ გადაუხდია, ჯვარი ვიწრო წრეში დაიწერეს და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. ლელა ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაორსულდა და ვაჟი, ალექსანდრე ამერიკაში გააჩინა.

image
ახალი წევრის მატებამ ოჯახში წყვილის ცხოვრება ძალიან შეცვალა, ადრე თუ საღამოობით გასართობად მიდიოდნენ, ახლა პირდაპირ შინ მირბიან. "თავიდან ყველა ამბობდა, რომ ვიზუალურად მე მგავდა. მერე, ცოტა რომ წამოიზარდა და გაბუთქუნდა, ამბობდნენ, მამას ჰგავსო. ახლა ბაჩო მეუბნება, ისევ შენ გემსგავსებაო. მე, როგორც ვატყობ, ნაკვთებით ძალიან მგავს, მაგრამ იერით საოცრად ჰგავს ჩემს მეუღლეს. ხასიათით ძალიან დინჯი და მშვიდი რაჭველია. ბუთქუნაა, წყნარი. უყვარს ჭამა და სიმღერა"-ასე ახასითებს ლელა პატარა ალექსანდრეს.

ბაჩოს სამსახურიდან გამომდინარე საზღვარგარეთ წასვლა უწევსხოლმე. ლელას "ალექსანდრე" ართობს, ბაჩოს კი ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან უჭირს. "ძალიან უჭირს და ხშირად "სკაიპშია" რომ დაგვინახოს და გველაპარაკოს. ბავშვი ლაპარაკისთვის ჯერ პატარაა, მაგრამ იმ საღამოს ბაჩო მიფრინავდა და ალექსანდრემ თქვა მამა. ბაჩომ – დახიეთ ბილეთები, არსად არ მივდივარო"-გვიამბობს მსახიობი.

imageimageimageimage



1
529
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
529
  
2015, 14 მაისი, 16:41
კარგები ხართ, ბედნიერებას გისურვებთ
0 1 1