x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136004
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
აპათია - როგორ გავუმკლავდეთ გუგრილობას

აპათია - ეს
არის ადამიანის ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება გარემოსადმი ინტერესების
გაქრობით, ემოციების გამოხატვის უქონლობით. ხშირად თან სდევს ავადმყოფური უნებისყოფობა
– აბულია და ზოგჯერ ადამიანი სუიციდამდეც კი მიდის.


შემოდგომაზე, როდესაც ხმაურიანი ზაფხული ჩაივლის, იწყება
ხშირი წვიმები, ქარი, თოვლი, ამ დროს ზოგიერთ ადამიანს ემართება აპათია. ჩვენ ისეთი
შეგრძნება გვეუფლება, რომ ეს სეზონი, აპათიის პერიოდი, გვართმევს ძალას. ამიტომ, მოდით
დამოუკიდებლად გამოვავლინოთ აპათიის სიმპტომები, რადგანაც დიდიხანს გაგრძელებული ეს მდგომარეობა ხშირად გადაიზრდება
სერიოზულ დაავადებებში.


როგორ მოვიქცეთ ისე, რომ არ ავღმოჩნდეთ საავადმყოფოში
და ამავდროულად შევძლოთ აპათიის დაძლევა? - როგორც ცნობილია, ბერძნული სიტყვა აპათია ითარგმნება,
როგორც უგრძნობლობა. მედიკებს უყვართ ადამიანების
შეშინება და ამბობენ, რომ აპათია არის შიზოფრენიის
სიმპტომი და არის დეპრესიის მახასიათელები, მაგრამ ფილოსოფიაში ეს სიტყვა ნიშნავს ასკეტიზმს,
განდგომილობას, რომელიც ახასიათებს ბრძენ ადამიანებს.


აპათია შეიძლება შევამჩნიოთ პრაქტიკულად ყველა ადამიანს,
რადგანაც ჩვენ განვიცდით ემოციებს, ვიღლებით, ვცხოვრობთ და ბოლოს და ბოლოს, დღევანდელობიდან
გამომდინარე ვიღებთ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციებს, ამიტომაც ხშირად ჩვენ არ
გვცალია გრძნობების ანალიზისათვის. აპათიის მდგომარეობის განსაზღვრა ყველას ნამდვილად არ შეუძლია,
მას ეუფლებიან ფსიქოლოგები, მედიკოსები, ნაწილობრივ
მასწავლებლები და მენეჯერები.


ზოგადად, ადამიანების ემოციური სფერო არის განსხვავებული,
მრავალფეროვანი. ზოგიერთი ადამიანისათვის აპათია
ისეთივე ჩვეულებრივი მდგომარეობაა, როგორც წყლის სმა. აპათია შეიძლება გაჩნდეს, ან
ემოციის გადაჭარბებისაგან, ან პირიქით, ემოციათა ნაკლებობისაგან, ასევე ძალების გამოცლის
დროს, არასასიამოვნო ინფორმაციის მიღებისას და გადამწყვეტი პერიოდის მომენტშიც კი.
ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ „ტაიმ აუტი“.
სწორედ ეს შეიძლება მივიჩნიოთ აპათიის პლუსად, რადგან დეპერესიასთან ერთად ადამიანი
იწყებს ძალების ხელახლა მოკრეფას.


აპათიას განსაკუთრებით ის ადამიანები განიცდიან, რომელთა
საქმიანობა დატვირთულია ხანგრძლივი ფიზიკური და ემოციური ზემოქმედებით, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ავიტამინოზი და განიცდიან
სტრესს. ფიზიკური და ემოციური რეგრესი გვეხმარება ჩვენ გავაანილიზოთ სიტუაცია და გადავაფასოთ
ესა თუ ის სასიცოცხლო ორიენტირები, მოვიპოვოთ
სულიერი წონასწორობა და გავაგრძელოთ გზა მეტად გააზრებულად, გაცნობიერებულად, ვიდრე
ეს გვქონდა აპათიის პერიოდამდე.


აპათიის მდგომარეობიდან მკვეთრი და დაძალებული გამოსვლა
სულაც არ არის საჭირო, პირიქით, საკუთარ თავზე რაღაცის დაძალებას შეიძლია არასასიამოვნო
ეფექტი მოგვცეს და ისევ დეპრესიაში დაგვაბრუნოს. აპათიიდან თვითნებურად გამოსვლის დროს
არის უარესი შედეგებიც, როცა ადამიანები ანტიდეპრესანტებს იღებენ, წყდებიან რეალობას
ალკოჰოლისა და სხვადასხვა წამლების მეშვეობით და გამოსწორების ნაცვლად, იღებენ გაცილებით
უარესს შედეგებს. აპათიის მდგომარეობა ადამიანმა უნდა მიიღოს, როგორც პატარა
შვეუბულება.


აპათიის მდგომარეობა არ არის საშიში, ამ დროს უნდა გამოიძინოთ,
შექმნათ საკუთარი თავისთვის რაღაც ახალი სიტუაციები, თუ, რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა
არის, უნდა სვათ მწვანე ჩაი, მიირთვათ შოკოლადი, უყუროთ კარგ ფილმებს და იურთიერთოთ
იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე პოზიტიურად მოქმედებენ. საკუთარი თავი არ უნდა დატვირთოთ
ინფორმაციით, ბუნებაში უნდა ისეირნოთ ზომიერად და არ გადააჭარბოთ ქმედებებს. თვქენი
მდგომარეობა საკუთარი თავისა და სხვების დახმარებით კარგად უნდა გაანალიზოთ. სასურველია
მიმართოთ სპეციალისტს, თუ თქვენი აპათია გაგარძელდება სამ კვირაზე მეტი.


აპათიის დროს მოძრაობა და მეტყველებაა დამუხრუჭრბულია,
აზროვნებაში შეიძლება გაჩნდეს ამნეზიის ნიშნები, თუ თქვენ ისე ადეკვატურად აღარ რეაგირებთ,
როგორც ადრე და ასევე შენელებულია რეაქციები,
თქვენი მკურნალობა უნდა მიანდოთ სპეციალისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანეს
აპათია სეზონების გამო ემართებათ, არ უყვართ წვიმა და ქარი, უქრებათ ყველაფრის მიმართ
ინტერესი, აი ასეთ სეზონზეც კი, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა არის არა სასურველი,
არამედ აუცილებელიც კი.


აპათიის დროს ადამიანი უნდა დაკავდეს მაქსიმალურად სასიამოვნო
საქმიანობებით, როგორც მინიმუმ, ეს შეიძლება იყოს რიგის დათმობა ბანკში მოხუცი ადამიანისათვის.
როდესაც ადამიანი განიცდის სასიამოვნო ემოციებს და ახდენს განტვირთვას ყოველდღიური
ქაოტური მდგომარეობიდან, შეუძლებელია განუვითარდეს აპათიის მძიმე ფორმები, ასეთ შემთხვევაში,
ის აპათიის არასასიამოვნო მდგომარეობიდან გამოსვლას მარტივად და სწრაფად მოახერხებს.






ბაია კუბლაშვილი

0
1018
შეფასება არ არის
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
1018
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0