სხვა ამოირჩიეთ კარი და გეტყვით ვინ ხართ სინამდვილეში- ტესტი 2015, 5 მაისი, 18:28 ![]() ![]() ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ ერთ-ერთი ასეთი ტესტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც წარმოაჩენს თქვენს ნამდვილ სახეს. ბევრი თქვენგანია ალბათ ვისაც არ სჯერა ჰოროსკოპის, ფსიქო-ტესტის და თვით ნოსტრადამუსისა, თუმცა დაგარწმუნებთ თუ რომელიმე კარს ამ რვა მათგანიდან ამოირჩევთ და შესაბამის პასუხსაც წაიკითხავთ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. 1. კარი პირველი. ![]() სილამაზის დანახვა უბრალო ნივთშიც კი შეგიძლიათ. ვიღაცისთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს თქვენი ცხოვრებით ცხოვრება, თუმცა თქვენ დანამდვილებით იცით, რომ იგი ზედმეტი დრამების გარეშე ვითარდება. 2. კარი მეორე. ![]() ვინაიდან აირჩიეთ კარი, რომლის მიღმა მაშინვე კიბე ჩანს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში ეტაპობრივად მოხდება თქვენი სოციალური სტატუსის ამაღლება. გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებით იყოს სავსე და არც ეს პროცესია მარტივი და გამუდმებული შრომა გარდაუვალი იქნება. 3. კარი მესამე. ![]() ცეცხლჩამქრობსაც შეამჩნევდით ეზოში, რომელიც თქვენს შემთხვევაში სიფრთხლის სიმბოლოა, თუმცა ვინაიდან არ ჩანს კარს მიღმა მდგომარეობა, ეს ფაქტი განიჭებთ სიამოვნებას იგრძნოთ თავი კომფორტულად. კარი კი კოდირებულია 26 რიცხვით, რაც საკრალური რიცხვია და ქრისტიანულ სამყაროში ღმერთს უკავშირდება. ამიტომ თუ ამორჩეულ ფოტოზე ეს რიცხვიც შეამჩნიეთ კარის დანახვისთანავე, ნიშნავს იმას, რომ ღმერთი თვალს გადევნებთ და გიფარავთ ზევიდან, თუმცა თქვენც გმართებთ სიფრთხილე. 4. კარი მეოთხე. ![]() წითელი განასახიერებს ენერგიას; კარის რკინის ჩარჩოები და კედლები კი- ძალასა და აგრესიას. 5. კარი მეხუთე. ![]() თქვენი წუხილის მიზეზი კი პროფესიული ან პირადი ცხოვრების რთული პერიოდია. ერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომელთაც თქვენი ცხოვრების "ნავი დაარწია". 6. კარი მეექვსე. ![]() 7. კარი მეშვიდე. ![]() კარს ყოველთვის ტოვებთ ღიას ახალი შესაძლებლობებისთვის, გამოსავალიც აუცილებლად გამოჩნდება. 8. კარი მერვე. ![]() ხშირად უსვამთ საკუთარ თავს მსგავს კითხვებს: "არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ მაინც გავაკეთებ". "ამას მაინც გავაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრება ასე ხანმოკლეა"... P.S. დაწერეთ კომენტარებში ვინ რომელი კარი ამოირჩიეთ. 2042 17-ს მოსწონს
|