x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რომის კატაკომბებში ძვირფასეულობით შემკული ჩონჩხები აღმოაჩინეს
მღვდელმსახურების პატივით დაკრძალვა, რაც გულისხმობდა სამარხებს ტაძრებში და ნაშთები უნდა ყოფილიყო შემოსილი ძვირფასი ტანისამოსით და მორთულიყო ძვირფასეულობებით- ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით, ოდითგანვე ტრადიციას წარმოადგენდა სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში. 1578 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა ეს სამარხები, რადგან გერმანიასა და ავსტრიაში მსგავსი კატაკომბები პროტესტანტების მიერ გაძარცვული იქნა ტაძრებიდან. გახსნის შედეგად კი მათ საკუთარი თვალით იხილეს პირველი ქრისტიანი ადამიანების ძვლები. ფაქტს ესწრებოდა ამ დარგის ამერიკელი დოქტორი Paul Kudonaris-ი, რომელმაც ეს ყოველივე ფირზე აღბეჭდა და ჩვენამდე მოიტანა.


(იხილეთ პირველი ქრისტიანი წმინდანების კატაკომბები)


imageimageimage

რომის საზოგადოებაში ქრისტიანობა მე-2 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა და ინფორმაციით 40000-მდე მოქალაქე მოექცა რწმენაში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მსოფლიოს ორი ყველაზე გავრცელებული კატაკომბი, რომელთაგან ერთ-ერთი არის Priscilla და მეორეს სახელწოდება რომის სენატორის მეუღლის Acilius Glabrio-ს მიერაა შერჩეული. მაშასადამე Priscilla და Acilius-ი მსოფლიოს ცნობილი კატაკომბებია- სწორკუთხა, დატოტვილ, მოჩუქურთმებულ, რიგითობით, ინდივიდუალურ მარმარილოს დარბაზებში-"კუბიკულაში" ესვენა და ხასიათდებოდა ეპიტაფიით, (ეპიტაფია- (ბერძნ. epitaphios - საფლავზედა), წარწერა საფლავის ქვაზე. წარმოიშვა ანტიკურ სამყაროში. ეპიტაფიისთვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან მიცვალებულისა ამ ქვენად დარჩენილებთან) რომელსაც თან ახლდა მცირე გამოსახულებაც. კუბიკულაში ძირითადად მდიდარი თემის წევრებს მარხავდნენ.


image


imageimage


VI-ე საუკუნიდან დაიწყეს მიწისქვეშა სამარხებიდან ამ სიწმიინდეების მოხსნა და 537 წელს რომის ალყას ჩაეყარა საფუძვლად ამ სიწმინდეების საქალაქო ეკლესიებში გადაცემა. რომის პაპის Paschal I-ის ბრძანებით ოცდათორმეტი ნეშტი წმინდანად ცნეს, ხოლო 2300 მათგანი კი ეკლესიამ წმინდანად არ შერაცხა.


XVI-ე საუკუნეში თეოლოგიის პროფესორმა Onufry Panvinio-მ უძველესი დოკუმენტების და დიაგრამების შემადგენლობის მიხედვით 43 სამარხზე წიგნი გამოსცა, სადაც მხოლოდ წმინდა Sebastiano, Lawrence და Valentine შევიდნენ.


მოგვიანებით მიწისქვეშა გამოძიებები განაგრძო Antonio Bosio-მ, რომელიც პირველი ჩავიდა Domitilla-ს კატაკომბებში. მან 30 სამარხი შეისწავლა და ნაშრომების სამტომეული გამოუშვა სახელწოდებით "მიწისქვეშ რომში".


1578 წელს 1500 წმინდანის ძვლები გადაეცა ევროპულ კათოლიკურ ტაძრებს (ძირითადად გერმანიასა და ავსტრიას), რომლებიც როგორც უკვე ავღნიშნე ომების დროს გაიძარცვა და განადგურდა პროტესტანტების მიერ. წმინდანთა ძვლებს კი ამშვენებდა 400 გრამი ოქრო, ვერცხლისა და ძვირფასი ქვების დეტალები, რაც დღევანდელი კურსით 10 000 $-ზე მეტია.


imageimage


მაგალითად იულიუსის სამარხში მისი ნეშტი შემკული იყო 5 კგ ვერცხლით, 250 გრამი ოქროთი, 4 კარატიანი ძვირფასი ქვებით, 4 მეტრა სიგრძის ძვირფასი ფარჩით და 6 მეტრა მაქმანით.


imageimageimage
კვლევებზე სულ 4, 5 წელიწადი დაიკარგა. წმინდანთა ძვლები კი წარმოადგენდნენ უმნიშვნელოვანესს განსაზღვრული ქალაქებისთვის სოციალური სტატუსიდან გამომდინარე. ა.შ.შ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა Paul Kudonaris-მა გადაუღო სურათები წმინდანთა კატაკომბებს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. ევროპის სულ 20 ქვეყანაშია დღეს 70 წმინდანის წმინდა ნაწილები.

5
653
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
653
  
2015, 5 მაისი, 19:20
ვიცი ვიცი :დ და ისიც ვიცი რომ არანაკლები სიმდიდრეა უფალს თუ სურს სიმდიდრე ინახებოდეს და ხალხი მშიერი და დიოდეს მე ვინ ვარ ))))) ესეც ხუმრობით :დ
2015, 5 მაისი, 19:19
ჩვენს ქრისტიანულ ტაძრებშიც არანაკლები სიმდიდრეა წმინდანთა ხატებზე :)))) თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელის ხატზე :) (ხელს გიწყობ ხომ ხედავ) (ეს ყველაფერი ხუმრობით რა თქმა უნდა)
2015, 5 მაისი, 18:51
ღმერთმა მაპატიოს მაგრამ როგორცკი დავინახე პირველი თავში რაც მომივიდა დიდი სიამოვნებით გავძარცვავდი ამ ჩონჩხებსთქო :დ p.s ქრისტიანი ვარ და ვინმეს იაღოვა ან სხვა რჯულის არ ვეგონო :)))
2015, 5 მაისი, 18:32
საინტერესოა და გავაზიარე
0 1 5