სხვა 16 წლის გოგონა ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა 2015, 4 მაისი, 16:05 ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გაგხადოს ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინირებულად თავმოყრილი. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. ხოდა სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროდ 16 წლის გოგონას, ვინმე Charlotte D'Alessio-ს რეალური ამბავი, რომელიც Instagram-ზე ფოტოს მეშვეობით ინტერნეტ ჰიტად იქცა.
რამოდენიმე დღის წინ კალიფორნიაში ჩატარდა სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი სახელწოდებით Coachella, სწორედ ამ ფესტივალზე იმყოფებოდა 16 წლის შარლოტა დალესიო 18 წლის მეგობარ, პროფესიით მოდელ Josie Canseco-სთან ერთად. ფესტივალმა ჩვეული რითმით, არავითარი განსაკუთრებულობით ჩაიარა, თუმცა ეს ერთი ჩვეული შემთხვევა შარლოტასთვის საბედისწერო და წარმატებული აღმოჩნდა, როდესაც ატვირთა ფესტივალის დროს გადაღებული ფოტო საკუთარი Instagram-ის გვერდზე. (მუქი თმით შარლოტაა ვარდისფერ მაისურში, ქერა კი მისი მეგობარი ჯოსი) შარლოტამ ატვირთა Instagram-ზე Coachella-ს დროს გადაღებული სურათები და სტატუსად მიუთითა წარწერა თუ როგორ გაატარა შაბათი-კვირა "ხიპურ ფესტივალზე", უამრავი მოწონება და გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან, ხშირი იყო კომენტარებიც "მე ის ვიპოვეე", "ჩვენ ვიპოვეთ ის, როგორც იქნა", რაზეც შარლოტა სრულ გაურკვევლობაში იყო. თურმე ორ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე იცნობდა, მას კი ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ფესტივალზე ბუნებრივია იმყოფებოდა უამრავი ფოტოგრაფი, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა Eslava Bryant-მა გოგონებს გადაუღო უამრავი ფოტო და განათავსა Instagram-სა და Tumblr-ზე. სწორედ იმ ფოტოს საშუალებით, რომელიც პირველი ავტვირთე, შარლოტა გახდა ინტერნეტ სენსაცია. შემთხვევით გადაღებულმა ფოტომ მოუტანა უდიდესი პოპულარობა 16 წლის გოგონას, რომელიც მომხდარით სრულიად შოკირებული იყო. "სიმართლე გითხრათ ფსიქიკურად დავითრგუნე მომხდარის გამო, ჯოსი მიჩვეული იყო ყურადღებას და ასეთ აჟიოტაჟს საზოგადოების მხრიდან, ის ხომ მოდელია, მაგრამ მე... მე გავაფრინე, კინაღამ მოვკვდი"- ამბობს შარლოტა. სამდღიანი, შთამბეჭდავი არდადეგების შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საკუთარ სახლს ლოს-ანჯელესში და განაგრძო სწავლა Beverly Hills-ის სკოლაში, თუმცა უკვე მთელი მსოფლიო იცნობს და აუცილებლად გამოუჩნდება "პატრონი" სამოდელო თუ ფოტო ინდუსტრიაში. 770 14-ს მოსწონს |
სტატია კი "კაკ ვსეგდა კლასს".