x
კიმ კარდაშიანს რომ სომხეთში ეცხოვრა სომეხ ქმართან ერთად, ის იქნებოდა საფრთხეში...

სომხეთში გოგონებს მშობლები პრინცესებად ზრდიან და ანებივრებენ, თუმცა შემდგომ მათი ცხოვრება დრამატულად იცვლება: მოძალადე ქმრები და დედამთილ-მამამთილები მათ მოსამსახურეებად აქცევენ და შავი საქმეების კეთებას აიძულებენ, და ხშირად გარეთ გასვლაც ეკრძალებათ ნებართვის გარეშე. ეს ნორმაა სომხეთში. ქალები იშვიათად ყვებიან დამცირების, ცემისა და წამების ფაქტებზე, ადგილობრივი მედიაც არ აშუქებს მათ პრობლემებს, სამოქალაქო ჯგუფები რომ არა, მსხვერპლთა ხმას ვერავინ გაიგებდა. ეს საკითხი მწვავედ დგას როგორც სომხეთში, ასევე რუსეთში მცხოვრებ სომეხ ოჯახებში. პირველად ამის შესახებ ხმა ამოიღო 23 წლის მარიამ გევორქიანმა, რომელიც ათი თვის განმავლობაში იტანდა ცემას და შეურაცხყოფას ქმრისგან და დედამთილისგან პეტერბურგში. ბოლოს მას ცხვირი გაუტეხეს, ჩანგალი ჩაარტყეს და კანი ცხელი უთოთი დაუწვეს. "ისინი ყოველთვის პოულობდნენ მიზეზს ჩემი ცემისა, ხან კარის მიჯახუნებას მსაყვედურობდნენ, ხან საქმის ნელა გაკეთებას". ადგილობრივმა უფლებადამცველებმა მარიამი სომხეთში დააბრუნეს, სადაც ოჯახმა იგი ვერ იცნო, კბილები ჩამოცვენილი, თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, დედამთილი არ გაჩერებულა, სანამ სისხლი არ დაუნახავს. მარიამის აქტიურობამ შედეგად ის გამოიღო, რომ დედამთილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ქმარი კი უდანაშაულოდ სცნეს.
სარგის აკოფიანი ქორწინების მანძილზე სცემდა თავის ცოლს, ასმიკ ხაჩატრიანს. ქალი ვერავის ეუბნებოდა თავისი გასაჭირის შესახებ და შიშობდა, თუ გაშორდებოდა, ქმარი შვილებს წაართმევდა. ორი წლის წინ ასმიკი ქმარს გამოექცა და ექსპერტიზის შდეგები გამოძიებას მიუტანა, ქმრის წინააღმდეგ კი სარჩელი შეიტანა. ასმიკის დედამთილი იყო ცნობილი მკითხავი და კონტაქტების წყალობით შვილს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
ქალთა დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ გასულ წელს შვიდი ქალი მოკლა ქმარმა. ახლა ქალებმა იციან, სად მოვიდნენ და სად მიიღებენ დახმარებას. მათ ვასწავლით თავიანთ უფლებებს. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი, დეპუტატების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია. გვაქვს მიღწევები, თუ აქამდე ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ახლა იწერება სტატიები ამის შესახებ. სომეხი ქალების ცხოვრების სტილსა და ყოფას ქმრები განსაზღვრავენ.''
53 წლის ლაურა ხაჩატურიანი იხსენებს, რომ ლოთი ქმარი მას გამუდმებით სცემდა, უკანასკნელ ფულსა და 9 შვილისთვის გაკეთებულ საჭმელსაც სტაცებდა.
მიუხედავად სომეხი კაცების სიყვარულისა კიმ კარდაშიანის მიმართ, მას ისინი არასდროს დართავდნენ თამამი სელფების გადაღების ნებას.
''ჩემს ქმარს არ ენდომებოდა შიშველს გადამეღო სელფი, მაგრამ მე გამიმართლა, სადაც მინდა დავდივარ, ვისაც მინდა, ვხვდები, ჩემი მეგობრებს კი ქმრები ურჩევენ ტანსაცმელს და მათი ნებართვის გარეშე ვერსად მიდიან, ''- ამბობს ადგილობრივი რეპორტიორი სარა ხოჟოიანი.
''ეს სურათი მალე შეიცვლება, როცა პარლამენტი მიიღებს კანონს ოჯახური ძალადობის შესახებ, რაც ამ წლის ბოლოს მოხდება'', - აცხადებს დეპუტატი.
მანამდე კი სომეხი ცოლები აგრძელებენ ჩივილს.
დოკუმენტალისტმა ანაჰიტ ჰაირაპეტიანმა სამი წლის განმავლობაში მოიარა სომხეთი და ჩაწერა უამრავი ქმრისგან ნაცემი ცოლი. მან თავის ნაუშევარს '' პრინცესობიდან მონობამდე'' დაარქვა.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0