x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რაში მჭირდება თქვენი ოჯახები! აბა გადამალეთ ქმრები! -რისკენ მოუწოდებს მარი ბაბეტა ქართველ ცოლებს
ქართველი "რეპერის"- შავი პრინცის ყოფილი მეუღლე, მოცეკვავე ე.წ. მარი ბაბეტა ნებისმიერ ქართულ გადაცემაში ძალზედ სასურველი სტუმარია, ვინაიდან სკანდალებითაა აღსავსე და თავისი სითამამითა და უკომპლექსობით ტელევიზიების რეიტინგზეც დადებითად აისახება ფაქტი.

image

პირველი დიდი აჟიტირება საზოგადოებისა ბაბეტამ ტელეკომპანია GDS-ის ეთერით გამოიწვია, სადაც ჯგუფმა "ბანმა" ქართული ხალხური სიმღერა "ტაში ბიჭო გიორგუნა" შეასრულა და ტამტამების ნაცვლად ორი გოგონას უკანალი გამოიყენა, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ ბაბეტასი იყო. "გადაცემის პროდიუსერმა შემოთავაზა ამ ნომერში მონაწილეობის მიღება. თავიდანვე ვიყავი საქმის კურსში, რა უნდა გამეკეთებინა და ეს ნაბიჯი სრულიად შეგნებულად გადავდგი. არანაირი დისკრიმინაცია არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი გასართობი შოუ, რომელიც ჩემი აზრით, იყო ძალიან სახალისო. მე პირადად, ძალიან ვიხალისე და ბევრმა სხვამაც იხალისა. ძალიან ვთხოვ იმ ხალხს, ვინც ერთი ამბავი ატეხა, ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობენ, მე ამის გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ქუჩაში ჩვეულებრივად დავდივარ და არანაირი აგრესია არ მოდის ხალხის მხრიდან. ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი მიხედოს თავის თავს, თავის საქმეს და თავის ტრაკს"- ამბობს ბაბეტა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

image




აი რა კომენტარი გააკეთა შავმა პრინცმა "ტამტამ შოუს" შემდეგ: "ვინ ამბობს, რომ მე მარის ყოფილი ქმარი ვარ?! ჩვენ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია. მარისნაირმა უამრავმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ისინი შვილებს არ აჩენდნენ ჩემგან, ამან გააჩინა და სწორედ მასზე უნდა იფიქროს ახლა. რამდენიმე წელში ჩვენი საერთო შვილისთვის ეს ყველაფერი მძიმე სანახავი იქნება. ამ სიმაღლის გოგოს (2 მეტრი მაინც იქნება სიმაღლეში) ორი სანტიმეტრი ტვინი მაინც არ უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე იფიქროს?!"



სკანდალები მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა, ამ ამბიდან ძალიან მალე მარი ახალ სკანდალში გაეხვა, როდესაც ჯაჯანიძემ თავის გადაცემაში "სხვა რაკურსში" დაუსვა კითხვა იყო თუ არა მარი ბოზი, ასეთი პასუხი გასცა მან: "მე არ ვარ ბოზი, მე ვარ პატიოსანი მოცეკვავე, ხოლო გრძელკაბიანი ბოზები ხშირად დადიან კლუბებში".

image



გასულ ხუთშაბათს კი სულ რაღაც ორიოდე დღის წინ კვლავ გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსში" სტუმრად იმყოფებოდა ბაბეტა, სადაც "კიდევ ერთი" სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ არაერთი ოჯახი დაანგრია. როგორც ის ამბობს „facebook"-ზე წერილებს უგზავნიან და ფლირტაობენ უამრავი მამაკაცები, მათი ცოლები და შეყვარებულები კი მიწერ-მოწერას კითხულობენ, შედეგად ურთიერთობები უფუჭდებათ და ოჯახები ენგრევათ. ერთ-ერთი ცნობილი ქართული ოჯახი, რომლის წყვილს სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე წარმოადგენდნენ, სწორედ რომ ბაბეტას გამო დაინგრა, ვინაიდან, როგორც ეს თავად ბაბეტამ აღნიშნა, გიორგის მასთანაც ჰქონდა ფლირტი facebook-ით და იყო სატელოფონო საუბრებიც, თუმცა სექსამდე საქმე ვერ მივიდა.

image

ამ აღიარებას საზოგადოების დიდი ნაწილის რისხვა მოყვა ბაბეტას მისამართით, რაზეც ბაბეტამ არც აცია და არც აცხელა და ასევე ქსელი facebook-ის მეშვეობით გასცა მათ პასუხი: ''რაში მჭირდება თქვენი ოჯახები, უიმეეე! თქვენივე დანგრეული, თქვენ თვითონ დაალაგეთ! თორე მე რაააა?! მე ჩემი საქმე მაქვს! მეტი დრო არ მაქვს კიდე თქვენ პირადში ჩავერიო! სასაცილოები ხართ რა ასე რომ აღშფოთდით! აბა, გადამალეთ ქმრები! ვაი, ვაი, ვაი. მართლაც ვაიი!" - წერს მოცეკვავე.


imageimageimageimage

8
656
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
656
  
2015, 4 მაისი, 17:16
ქცევაა მთავარი უფრთო ანგელოზიც რომ იყოს.
2015, 4 მაისი, 17:02
გარეგნული მონაცემები საკმაოდ კარგი აქვს, თუმცა ისეთი აუტანელი მეტყველება, ქცევები , მანერები აქვს,რომ ყველანაირი კარგი იჩრდილება და იკარგება.
2015, 4 მაისი, 16:54
გეთანხმებით
2015, 4 მაისი, 15:14
ძალიან ვულგარულია
2015, 2 მაისი, 20:23
ან ინდოეთის რომელიმე ბნელ კვარტალში გავლა...სიტყვა კაცი სამუდამოდ ამოვარდება მის ლექსიკონიდან
2015, 2 მაისი, 17:03
ცივი შხაპით მკურნალობა ჭირდება ამას. :)
0 1 8