არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბანკში ნიღბის გარეშე შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხაც წაიღო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ ამავე ბანკის კლიენტი იყო.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვაკეში, ჭავჭავაძის N54-ში მდებარე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ერთი იყო და ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიაცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.